1. ღონისძიებები ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შემთხვევაში მოიცავს:
ა) ზრუნვის სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, შესაბამის სპეციალისტთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის მიერ ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა. ამასთან, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას საერთო ლიმიტის ფარგლებში, ახდენს რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდი. აღნიშნული გეგმა დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;
ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომლის ძირითადი პაკეტი მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველების და ენის თერაპიას, ფსიქოლოგიურ დახმარებას;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ჩაატაროს ასევე: ქცევითი თერაპია, აკვათერაპია, ხელოვნებით თერაპია, პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახი), სპეციალური მასწავლებლის მომსახურება, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსები, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად;
დ) მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შეარჩიოს თერაპიული ინტერვენციების სახეობა და მათი ერთობლიობა. ამავე დროს, არცერთი ზემოთჩამოთვლილი თერაპიული ინტერვენცია, ძირითადი პაკეტით გათვალისწინებული თერაპიული ინტერვენციების ჩათვლით, არც ერთობლივად და არც ცალ-ცალკე, არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.
ე) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს შეფასებას, თერაპიული პროცესის დაგეგმვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი