1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6-საათიანი მომსახურება. ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები. გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში (რომელიც დასტურდება ინდივიდუალური მომსახურების მოკლევადიანი გეგმით), შშმ ბავშვების, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრის მომსახურების მიღების პირველ თვეს (მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა) შესაძლებელია, ცენტრში გატარებული დრო იყოს 3 საათზე ნაკლები. 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;
ბ) ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ვ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას;
ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;
თ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.
2. შშმ ბავშვების, მათ შორის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ა) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია, ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფასა (6-დან 10 წლამდე, 10-დან-15 წლამდე, 15-დან 18 წლამდე), მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფას. (ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება სამ პირს, მაშინ, მათი განთავსება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსაზღვრე ასაკობრივ ჯგუფში);
ბ) ექვსთვიანი ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართულნი არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, დამხმარე ასისტენტი და ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელებასა და განახლებას;
გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობას, ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;
დ) ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარებას;
ე) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობას;
ვ) ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას (მათ შორის ადაპტური ავეჯი/ნივთები);
ზ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას;
თ) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას;
ი) სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით, მეურვეობა-მზრუნვველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებას მიიღოს განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ის მიუხედავად ამისა არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
3. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ა) ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;
ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
გ) თვითმომსახურების უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;
დ) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
ე) ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას;
ვ) ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის/მინდობით აღმზრდელისათვის/ძირითადი მომვლელისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები/მინდობით აღმზრდელი/ძირითადი მომვლელი, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);
ზ) 6-დან 15 წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების შემთხვევაში – განვითარების სტიმულირებასა და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარებას;
თ) 15-დან 18 წლამდე ბენეფიციართა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიციარებისთვის აქცენტი კეთდება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.
4. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება მოიცავს:
ა) კვირაში 3-ჯერ (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 3 საათიან მომსახურებას;
ბ) სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;
გ) სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერას;
დ) არასრულწლოვნისა და ოჯახის ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებას;
ე) არასრულწლოვნის მაკრო და მიკრო სოციალური გარემოს ანალიზს, ინტერვენციას, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და ზრუნვას;
ვ) ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვას, საჭიროებებზე ორიენტირებულ კონსულტაციებს;
ზ) შემოქმედებით საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერას;
თ) არასრულწლოვნის ქცევითი დარღვევების შეფასებასა და მართვას;
ი) სოციალური პედაგოგის, ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მომსახურებას;
კ) სხვადასხვა სახის ხელოვნებით და/ან შრომით თერაპიის;
ლ) საჭიროების შესაბამისად მოწვეული სპეციალისტების (ფსიქიატრი, ნარკოლოგი, სექსოლოგი და სხვა) მომსახურებას.
5. შშმ ბავშვთა, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრში რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, ექიმი-პედიატრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრის შემთხვევაში, დამატებით ოკუპაციური თერაპევტი) მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე საჭიროების შესაბამისი ზრუნვის განხორციელებას (ერთი მზრუნველის შემთხვევაში არაუმეტეს 3 ბენეფიციარისა).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა, რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტის განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინარული გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი, განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;
ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;
გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთებას ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;
დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირებას კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;
გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით;
დ) BCBA (The Board Certified Behavior Analyst) – ის ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიი