2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.284
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 31/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.284

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №64/2003

2003 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს მიეცეთ უფლება, 2004 წლის 2 იანვრის 18 საათამდე განცხადებით მიმართონ ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/კენჭისყრისათვის დანიშნულად ჩათვლის შესახებ. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდეს წარდგენისთანავე.

 მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის მდივანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2003.
როდის იქნა მიღებული „2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“?
„2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 30.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №64/2003. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.284.
სად არის „2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე“, №64/2003, 30.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.284 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57310/