საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.297
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №4/2004
2004 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასევე ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №54/2003 და 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2003 დადგენილებებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ჩაითვალოს 2004 წლის 3 იანვრის 2000 საათისათვის ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №54/2003 დადგენილების მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას დამატებული ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივიდა და რეგისტრაცია გაიარა კენჭისყრის დღეს, თანახმად 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2003 დადგენილებისა.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“ მიღებულია 13.01.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.297.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ“, №4/2004, 13.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.297 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57364/