“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.655
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №53/2004
2004 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისათვის კანონით გათვალისწინებული საბუთების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 10 სექტემბრის 18 საათისა.
მუხლი 2
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომის მოწვევის ვადად განისაზღვროს 2004 წლის 14 სექტემბერი.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2004.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”?
- “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” მიღებულია 07.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №53/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.150.020.13.007.006.655.
- სად არის “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შულედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”, №53/2004, 07.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.655 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58456/