,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2004 ბოლო ცვლილება 19.02.2004
ნომერი
№21/2004
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.359
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 13/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2004

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის განისაზღვროს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 19 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარისათვის რეგისტრირებული პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადებისა და საარჩევნო ბლოკის წესდების წარდგენა;

ბ) 20 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარისათვის ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების სურვილის მქონე რეგისტრირებული პარტიების მიერ წარმოდგენილი საბუთების თაობაზე დასკვნის წარდგენა;

გ) 21 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარება, ხოლო საბუთების კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ბლოკის წარმომადგენლისათვის შეუსაბამობის თაობაზე წერილობითი ცნობება;

დ) 23 თებერვლისა დაბლოკების მსურველი რეგისტრირებული პარტიების მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება ცესკოს თავმჯდომარისათვის;

ე) 25 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე             ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი                დ. ქიტოშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2004.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“?
„,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“ მიღებულია 12.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №21/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.359.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.02.2004-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”“, №21/2004, 12.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.359 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57634/