“ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.328
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №11/2004
2004 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ჭიათურის №56 და თიანეთის №19 საარჩევნო ოლქებში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ "ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ჭიათურის №56 და თიანეთის №19 საარჩევნო ოლქებში განისაზღვროს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:
არა უგვიანეს 2004 წლის:
ა) 6 თებერვლისა საარჩევნო უბნების შექმნა, მათი საზღვრებისა და ნომრების დადგენა;
ბ) 7 თებერვლისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, საარჩევნო უბნების შექმნის, მათი საზღვრებისა და ნორმების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნება.
გ) 8 თებერვლისა საარჩევნო უბანში შემავალი შენობა-ნაგებობების ნუსხისა და მისამართების დაზუსტება;
დ) 9 თებერვლისა საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების გამოქვეყნება.
მუხლი 2. ჭიათურის №56 საარჩევნო ოლქში არა უგვიანეს 2004 წლის:
ა) 12 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართვა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის;
ბ) 13 თებერვლისა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებისა და საბუთების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის;
გ) 14 თებერვლისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისათვის მათ მიერ წარდგენილ საბუთებში შეუსაბამობებზე წერილობით მითითება;
დ) 15 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება საოლქო საარჩევნო კომისიისათვის;
ე) 16 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი შესწორებული საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტაციის საკითხის გადაწყვეტა.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2004.
- როდის იქნა მიღებული “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”?
- “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” მიღებულია 02.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №11/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.328.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.02.2004-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “ჭიათურის №356 თიანეთის №19 საარჩევნო ოლქში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”, №11/2004, 02.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.328 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57514/