“№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23/2004
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 19/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.367

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №23/2004

2004 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 21 თებერვლისა №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებით მიმართვა საოლქო საარჩევნო კომისიისათვის, ასევე მხარდამჭერთა სიის წარდგენა.

ბ) 24 თებერვლისა №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საბუთების შემოწმება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ და დასკვნის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.

გ) 27 თებერვლისა №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”?
დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2004.
როდის იქნა მიღებული “№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”?
“№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე” მიღებულია 18.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №23/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.367.
სად არის “№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”, №23/2004, 18.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.367 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57646/