ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2023
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2023 წლის 27 თებერვალი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილება (www. matsne.gov.ge 26/12/2022,010250020.35.142.016302).
მუხლი 3🔗
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ადგილების ჩამონათვალი განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე ვაჭრობა:
ა.ა) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი, და სხვა);
ა.ბ) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;
ა.გ) საზოგადოებრივ სივრცეში, ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში, საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური პირის მიერ უშუალოდ ნივთის, ან იმ მოწყობილობა-დანადგარის მექანიკური საშუალებების გამოყენებით ან/და უამისოდ ტარებით/გადაადგილებით, რომელზეც განთავსებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნივთი/საქონელი, ან მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ნივთი/საქონელი, თუ ნივთის/საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზების მიზნით პირი თვითონ ახდენს სხვადასხვა ადგილებზე გადაადგილებას და ასეთ გადაადგილებას თან სდევს ნივთის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზება;
ა.დ) საქონლის/ნივთის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;
ა.ე) თუ საქონლის/ნივთის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი(დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს.
ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;
გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა;
დ) საქონელი – სასურსათო და მზა პროდუქცია;
ე) სარგებლობის უფლებით გადაცემა - მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით
ვ) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
მუხლი 3🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
1 .წინამდებარე წესის მიზანია:
ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;
დ)ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
მუხლი 4🔗.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადგილებზე.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი შემდეგი პირობებით:
ა)განმცხადებლის მიერ, გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი ფართის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა ხორციელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდება პირდაპირი განკარგვის, ან აუქციონის წესით;
ბ) აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით.
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის თაობაზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, წინადადებებს ამზადებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული–ზედამხედველობის სამსახური.
4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ საქონლის/ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
6. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
7. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები;
ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
გ) სატრანსპორტო ნაკადი;
დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და საქონლის/ნივთის განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა.
9. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები გამოიყენოს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის.
10. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით, რომელიც დასაბუთებული უნდა იქნეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, შეიტანოს ცვლილება ,,გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ მერის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან გააუქმოს მისი ცალკეული ნაწილი.
მუხლი 5🔗.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
2. გარე ვაჭრობა უნდა მოეწყოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
3. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
4. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი);
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
5. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარედ გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
6. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
8. სწრაფი ჩარიცხვისა და სხვა ტიპის აპარატების განთავსება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აპარატის უკანა კედელი ემიჯნებოდეს ტროტუარზე განთავსებული შენობის ფასადს, იერ-სახის დამახინჯებისგან თავის ასარიდებლად და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია ამ აპარტების კვების წყარო, ე.წ. ელექტროსადენი იყოს ხილვადი და ხელმისაწვდომი, ის ისე უნდა მიერთდეს აპარატს, რომ არ იყოს თვალსაჩინო.
9. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.
10. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება
1. გარე ვაჭრობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად.
2. გარე ვაჭრობის უფლების მოპოვებისათვის დაინტერესებული პირი (ფიზიკურ საჯარო ანდა კერძო სამართლის იურიდიულ პირი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს. თუ დაინტერესებული პირი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს იგი ვალდებულია განცხადებას დაურთოს წესდება ან წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
3. გარე ვაჭრობის უფლების მინიჭებისა და შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის დასაბუთების ნაწილი უნდა შეიცავდეს:
ა) გარე ვაჭრობის უფლების ვადას, თუ პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა იმ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია სეზონური გარე ვაჭრობის ადგილად;
ბ) გადასაცემი ფართის საფასურის გადახდის ვადებს;
გ) გადასაცემი ფართის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს ოდენობას;
დ) ანგარიშის ნომერს, რომელზეც უნდა მოხდეს გადასაცემი ფართის საფასურის გადახდა ან/და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა;
ე) მითითებას, რომ პირი ვალდებულია გარე ვაჭრობა განახორციელოს მხოლოდ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ იმ ადგილზე და იმ საზღვრებში, რომელზეც მიეცა გარე ვაჭრობის უფლება;
ვ) მითითებას გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დასუფთავების წესების (სისუფთავის) დაცვის ვალდებულებაზე;
ზ) მითითებას დასუფთავების მოსაკრებლის/საფასურის გადახდის ვალდებულებაზე;
თ) მითითებას გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების საფუძვლების თაობაზე;
ი) მითითებას, რომ გარე ვაჭრობის უფლება არ ექვემდებარება სხვა პირებზე რაიმე ფორმით გადაცემას;
კ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გარე ვაჭრობის უფლების გადაცემისათვის.
4. პირს გარე ვაჭრობის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად.
მუხლი 7🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების დამატებითი პირობები
1.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იკრძალება არსებულ სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებში ნივთების რეალიზება ობიექტის პერიმეტრს გარეთ.
2. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას.
3.აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მოწყობისას.
მუხლი 8🔗.
გარე ვაჭრობის წესის დარღვევა
ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
მუხლი 9🔗.
გარე ვაჭრობის კონტროლი
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შესრულებაზე კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - ზედამხედველობის სამსახური.