ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17230556
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17. 17230556
2023 წლის 24 თებერვალი
ქ. ბორჯობი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის N01/349 წერილის შესაბამისად
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი რველის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებული ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოთ სახელწოდება და ეწოდოს:
ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი – ანა კალანდაძის სახელობის ქუჩა (დანართი N1);
ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის შესახვევი, მე-2 ქუჩის ჩიხი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუჩა (დანართი N2);
გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის შესახვევი, მე-3 ქუჩის ჩიხი – გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩა (დანართი N3);
დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის შესახვევი, მე-4 ქუჩის ჩიხი – ნოდარ დუმბაძის სახელობის ქუჩა (დანართი N4;
ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის შესახვევი, მე-5 ქუჩის ჩიხი – გრიგოლ ორბელიანის სახელობის ქუჩა (დანართი N5).
2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო-
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი