სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № REG 8 23 00000252
2023 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 3 აპრილის №02-117/ო ბრძანება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს ,,ევექსის ჰოსპიტლებზე“ (ს/კ 404476205; მის: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №125) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“– სალიცენზიო მოწმობა N000026
3. დაევალოს სააგენტოს ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ევექსის ჰოსპიტლების“ (ს/კ 404476205) უფლებამოსილი წარმომადგენლის, სოფიო ანდღულაძის განცხადება №10220 09.01.2023წ. და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ადამიას N MOH 0 23 00112768 01.02.2023წ. წერილი.
სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე