ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2023
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 9323065001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე თავისუფლების I შესახვევისათვის სახელის გადარქმევისა და ბატხრიონის ქუჩის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემელის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ს
განკარგულება
№გ
-93. 9323065001
2023
წლის 6 მარტი
ქალაქ ლაგოდეხში
მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის
სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“
შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1🔗
გადაერქვას სახელი
ქალაქ ლაგოდეხში
მდებარე ბახტრიონის ქუჩას და დაერქვას მიტროპოლიტი სერგის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი
თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ეს განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ-,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“- გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4🔗
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი
5🔗
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი:
ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე
კარლო ჯამბურია