ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 07.03.2023
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კრასნოდარის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოსტროვსკის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კიკვიძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მოსკოვის ქუჩის სახელის ცვლილების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №17
2023 წლის 7 მარტი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში ჩიქავას ქუჩის მცხოვრებთა 2021 წლის 3 ივნისის №19/25211541-25 განცხადების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 20 თებერვლის №01/346 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. განხორციელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის განმეორებითი სახელდება და ეწოდოს მას „ვარლამ ჩიქავას სახელობის“ ქუჩა. (ორთოფოტო თან ერთვის).
2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მისამართი ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა