„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №46

2023 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებულ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 03.01.2021 წ., 310150000.54.066.016245) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტმ-სთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები, განისაზღვრება  სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №3). საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართით განსაზღვრული ნებადართული სამუშაოების კლასების და  კატეგორიების განმარტებები განსაზღვრულია ამ წესის №6 დანართში.“.

2. მე-2 მუხლის:

) „..ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) დაემატოს შემდეგი შინაარსის.ქვეპუნქტი:

„ი.გ) დახრადი ხრახნის მქონე საჰაერო ხომალდი“.

3. მე-7 მუხლის:

) მე-7 პუნქტის“, „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით და აქედან 2 წელი საავიაციო სფეროში შესაბამის პოზიციაზე;

ე) ტექნიკური განათლება საავიაციო სპეციალობით ან საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის  კვალიფიკაცია დამატებითი სწავლების მიღების შემდეგ;“;

„ზ) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ან/და კომპონენტის ცოდნა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად, ხოლო სხვა სახის საჰაერო ხომალდის შემთხვევაში – მსგავსი ტიპის ცოდნა, რომელიც მან შეიძინა სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ან სხ-ის მწარმოებელთან“;

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10) პერსონალი, რომელიც ახორციელებს სხ-ის კონსტრუქციის და/ან კომპონენტების ურღვევ კონტროლს, კვალიფიცირებული უნდა იყოს სსტ ენ 4179:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულ ან აღიარებულ B1, B3 და L კატეგორიის პერსონალს შეუძლია განახორციელოს საჰაერო ხომალდის კონსტრუქციის ან/და კომპონენტის შემოწმება ურღვევი კონტროლით, ფერთა კონტრასტული საღებავით შეღწევადობის ტესტის მეთოდით (color contrast dye penetrant tests).“.

4. მე-8 მუხლის:

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალისთვის და დამხმარე პერსონალისთვის სიახლეების გაცნობა ტექმომსახურების შესაბამის ტექნოლოგიასთან და საორგანიზაციო პროცედურებთან დაკავშირებით და შემდეგი სწავლებების ჩატარება:

ა) ეროვნული და საერთაშორისო საავიაციო კანონმდებლობა;

ბ) ადამიანურ ფაქტორი;

გ) საწვავის ავზის უსაფრთხოება (FTS) - Appendix IV to AMC 145.A.30 (e) and 145.B.10(3) – Fuel tank safety training-ის შესაბამისად;

დ) ელექტრონული გაყვანილობის ურთიერთდაკავშირების სისტემები (EWIS) – AMC 20-22-ის შესაბამისად“.

5. მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საჰაერო ხომალდის ან კომპონენტის  მწარმოებლის მიერ; ან“.

6. 22- მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის №2 დანართით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.“.

7. 25- მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება საწარმოს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“.

8. 28- მუხლის:

) 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) აღიარებულია სააგენტოს მიერ, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

) მე-2 პუნქტის“, „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განაცხადი (დანართი №2);

ბ) უცხო სერტიფიკატის მფლობელთან ტმ-ის განხორციელებაზე დადებული ხელშეკრულება ამ მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;“;

„დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება, რომელიც შემუშავებული უნდა იყოს ამ წესის №7 დანართის შესაბამისად“;  

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საჰაერო ხომალდზე პროგრამით გათვალისწინებული მარტივი გეგმური ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება არაუმეტეს 48 საათის ინტერვალით,  ერთჯერადად, შესაძლებელია განხორციელდეს EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, სხ-ის ძირითადი ადგილმდებარეობიდან გარეთ, სადაც არ არის ამ მუხლის შესაბამისად აღიარებული საწარმო.  

შენიშვნაამ პუნქტში მითითებული 48 საათი  მოიცავს რეალურ დროის ინტერვალს და მასში არ იგულისხმება საჰაერო ხომალდის ფრენა-საათი.“.

9. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

10. დაემატოს №7 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი
📎 დანართები (2)
danarti-2.docx

საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის გაცემის განაცხადი

Application for issue of AMO Certificate

0114, თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი, საქართველო

(+995 32) 2 94 80 10 (შიდა ნომერი110)

air@gcaa.ge

Beginning of I Kheivani Street

0114, Tbilisi, Georgia ,

Tel/Fax: +995322948010 ext:110

E-mail: air@gcaa.ge

1. განაცხადის სახე/ Type of application

☐ სერტიფიკატის გაცემა/Initial issue;

☐ სერტიფიკატის/დანართის შეცვლა/ Changes;

☐ დუბლიკატის გაცემა/ Issue of Duplicate;

☐ უცხო სერტიფიკატის აღიარება/Validation of Foreign Certificate.

2. საწარმოს დასახელება/ Registered Name of the Organization
3. საიდენტიფიკაციო კოდი/Identification Code
4. საწარმოს იურიდიული მისამართი/organizations legal Address
5. . სერტიფიკატის/certificate № (ცვლილების, დუბლიკატის გაცემის ან უცხო სერტიფიკატის აღიარების შემთხვევაში/ only for Changes or duplicate or validation of foreign Certificate)
6. ძირითადი საწარმოო ბაზის ადგილმდებარეობა/ location of Main Facilities
7. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სახეობები და დასაშვებ სამუშაოთა ნუსხა/ Scope of the approval relevant to this application
8. ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი / Accountable Manager
სახელი, გვარი/Name, Last name:
თანამდებობა/Position in the Organisation:

საავიაციო ტექნიკა

CLASS

კატეგორია

RATING

ნებადართული სამუშაოები

LIMITATION

ოპერატიული

Line

საბაზო

Base

საჰაერო ხომალდები Aircraft

A1

5700კგ-ზე მეტი მასის თვითმფრინავი

Airplanes above 5700 kg

A2

5700კგ და ნაკლები მასის თვითმფრინავი

Airplanes/airships 5700 kg and below

A3

ვერტმფრენი

Helicopters

A4

სხვა საჰაერო ხომალდები, გარდა A1, A2 და A3

Aircraft other than A1, A2 or A3

ძრავები

Engines

B1

აირტურბინული

Turbine

B2

დგუშიანი

Piston

B3

დამხმარე ძალური დანადგარი

APU

კომპონენტები (ძრავებისა და დამხმარე ძალური დანადგარის გარდა

Components other than complete engines or APUs

C1

კონდიცირებისა და ჰერმოკაბინის წნევის რეგულირების სისტემა

Air Condition & Pressurisation

C2

ავტოპილოტი

Auto Flight

C3

სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემები

Comms and Nav

C4

კარები და ლუქები

Doors and Hatches

C5

ელექტროკვება და განათების სისტემა

Electrical Power & Lights

C6

აღჭურვილობა

Equipment

C7

ძრავა - დამხმარე ძალური დანადგარის სისტემები

Engine - APU

C8

ფრენის მართვის სისტემა

Flight Controls

C9

საწვავის სისტემა (პლანერი)

Fuel - Airframe

C10

ვერტმფრენის მზიდი ხრახნები

Helicopter - Rotors

C11

ვერტმფრენის ტრანსმისია

Helicopter - Transmission

C12

ჰიდრავლიკური სისტემა

Hydraulic Power

C13

ხელსაწყო-მოწყობილობა

Indicating - Recording System

C14

შასი

Landing Gear

C15

ჟანგბადის სისტემა

Oxygen

C16

საჰაერო ხრახნი

Propellers

C17

პნევმოსისტემა

Pneumatic & Vaccuum

C18

შემოყინვის საწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

Protection ice/rain/fire

C19

ეკიპაჟის ფანარი და ილუმინატორი

Windows

C20

პლანერის სტრუქტურა

Structures

C21

წყლის ბალასტი

Water Ballast

C22

წევის ძალის გაზრდა

Propulsion Augmentation

სპეციალიზებული მომსახურება

D1

ურღვევი კონტროლი

Non Destructive Inspections

განმცხადებლის სახელი, გვარი / applicants name, surname:

თარიღი / Date: ___________________________________

danarti-7.docx

ნაწილი 0. ზოგადი ინფორმაცია

Part 0. General Information

0.1 მოქმედების სფერო

/ Scope and Applicability

0.2 მიზანი

/ Purpose

0.3 დაკავშირებული ინსტრუქციები

/ Associated Instructions

0.4 კომუნიკაცია

/ Communication

0.5 დამტკიცების პროცედურა

/ Acceptance by GCAA

0.6 დაკავშირებული დოკუმენტები

/ References

ნაწილი 1.

PART 1.

1.1 ხელმძღვანელი პირის განაცხადი

/ Statement by the accountable manager

1.2 უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა

/ Safety Policy and Objectives

1.3 საწარმო და პერსონალი

/ Organisation and Personnel

1.3.1 საწარმოს ხელმძღვანელ პირთა შემადგენლობა

/ Management Personnel

1.3.2 საწარმოს ხელმძღვანელ პირთა შორის უფლებებისა და მოვალეობების განაწილება

/ Duties and Responsibilities of the Management Personnel

1.3.3 საწარმოს მართვის სქემა/სტრუქტურა

/ Organisation Chart

1.3.4 ტრენინგების პროგრამა და კომპეტენციის შეფასება

/ Training Program and Competency Assessment

1.3.5 ექსპლუატაციაზე დაშვების უფლებამოსილი პირი

/ List of Certifying Staff

1.3.6 საავიაციო პერსონალის და სპეციალისტების შემადგენლობა, საინჟინრო-ტექნიკური და მუშა შემადგენლობა

/ Manpower Resources

1.3.7 დასამტკიცებლად წარმოდგენილი საწარმოს ყველა ობიექტის ზოგადი აღწერა

/ General Description of the Facilities at Each Address Intended to be Approved

1.4 სამუშაო მოცულობა

/ Scope of Work

1.5 MOE ცვლილების და დამტკიცების პროცედურა

/ Procedures for Amendments and Changes to the MOE Supplement

1.6 ჩანაწერების შენახვა

/ Recordkeeping

ნაწილი 2. ტექმომსახურების პროცედურები

PART 2. MAINTENANCE PROCEDURES

2.1 პროდუქციის/მარაგნაწილების მოწოდების კონტროლის პროცედურები

/ Acceptance/Inspection of Aircraft Components and Materials

2.2 სარემონტო სამუშაოების სახეები

/ Repair and Modification Procedures

2.3 საფრენად ვარგისობის დირექტივების შესრულების ორგანიზაცია

/ Airworthiness Directives Procedures

2.4 საავიაციო ტექნიკის მომსახურებისა და რემონტის შემდგომ საექსპლუატაციოდ დაშვების პროცედურები

/ Release to Service Procedures

2.5 სავალდებულო შეტყობინებები

/ Occurrence Reporting

ნაწილი 3. მართვის სისტემის პროცედურები

PART 3. MANAGEMENT SYSTEM PROCEDURES

ნაწილი 4. დაკავშირებული/დამხმარე დოკუმენტები

PART 4. SUPPORTING DOCUMENTS