საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მიღების თარიღი 21.03.2023
ძალის დაკარგვა 28.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ჩიქოვანი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.04.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №18
2023 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აპრილის №26 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 30 მარტიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილელა ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან სამართლის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ტექნოლოგიური პროცესების ან მშენებლობის სფეროში 5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Powerpoint, Microsoft Excel კარგად ცოდნა.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან პროექტების მართვის ან შიდა აუდიტის ან სამართლის ან ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ტექნოლოგიური პროცესების ან მშენებლობის სფეროში 3 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Powerpoint, Microsoft Excel კარგად ცოდნა.
მუხლი 3🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სასურსათო ტექნოლოგიის, მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საწვავ-საპოხი მასალების, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;
თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება;
ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება;
კ) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება;
ლ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება.
5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 4🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეცილისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სასურსათო ტექნოლოგიის, მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, საწვავ-საპოხი მასალების, სანივთე ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 5🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამერანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით;
ბ) მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებით;
გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით.
2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის ან კვების მომსახურების სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;
ი) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება;
კ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 6🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს კვების და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სურსათის გადამუშავების მიმართულებით;
ბ) მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებით;
გ) ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების მიმართულებით.
2. კვების პროდუქტების წარმოების ან ხარისხის კონტროლის ან სურსათის და კვების მომსახურების სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტების – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;
ი) „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანება;
კ) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 7🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით);
დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).
2. შეიარაღებისა ან/და საწვავისა და სანივთე ქონების, მომსახურების ან/და ინჟინერიის სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება;
ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 8🔗. ხარისხის კონტროლის სამმართველოს შეიარაღების, საწვავისა და სანივთე ქონების ხარისხის კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის სპეციალობით);
დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).
2. შეიარაღებისა ან/და საწვავისა და სანივთე ქონების, მომსახურების ან/და ინჟინერიის სფეროში ხარისხის კონტროლის მიმართულებით 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
თ) „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილება;
ი) „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 9🔗. სამშენებლო ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.
5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 10🔗. სამშენებლო ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):
ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;
ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;
გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);
დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
2. თავდაცვის/უსაფრთხოების ან სამართლის ან ხარისხის მართვის ან ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება, ასევე მშენებლობის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება.
5. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 11🔗. სამშენებლო ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებით.
2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
კ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 12🔗. სამშენებლო ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის ან/და სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მიმართულებით.
2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 13🔗. სამშენებლო ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით.
2. ტექნიკური ან/და სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.
3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება;
თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
კ) „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №1-1/251 ბრძანება.
4. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.
მუხლი 14🔗. სამშენებლო ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს საინჟინრო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)