შპს „მაქს ექსპრესს-ის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
შპს „მაქს ექსპრესსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას 2023 წლის 22 თებერვლის №86 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაქს ექსპრესს“ (ს/ნ:405256574) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „მაქს ექსპრესსის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. შპს „მაქს ექსპრესსის“  მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. შპს „მაქს ექსპრესსის“  მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382,  ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

ლიკვიდატორი                                                                                         როინ ცაციაშვილი