შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 2022 წლის 8 აპრილის №88 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დი ემ სერვისს“ (ს/ნ: 405359632) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს „დი ემ სერვისის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. შპს „დი ემ სერვისის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. შპს „დი ემ სერვისის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ლიკვიდატორი                                       როინ ცაციაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“?
დიახ, განცხადება „შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.05.2022.
როდის იქნა მიღებული „შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“?
„შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“ მიღებულია 17.05.2022. მიმღები ორგანო — შპს „დი ემ სერვისის“ ლიკვიდატორი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „შპს „დი ემ სერვისის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“, №0, 17.05.2022 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5466972/