შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

განცხადება

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 7 ოქტომბრის №414 განკარგულების საფუძველზე, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტს“ (ს/კ: 404474172) გაუუქმდა რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. №1 (ტელ.: 599 511 382,  ელფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

ლიკვიდატორი                                          როინ ცაციაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“?
დიახ, განცხადება „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2024.
როდის იქნა მიღებული „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“?
„შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“ მიღებულია 18.10.2024. მიმღები ორგანო — შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდატორი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტი“-ს კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“, №0, 18.10.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6297055/