შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება
შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 19 ივნისის №112 განკარგულების საფუძველზე, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტს“  (ს/კ: 405214726) გაუუქმდა ლიცენზია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:

1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №37მ, მე-8 სართული, ოთახი №5. ტელ: 599 511 382;  ელფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

 

ლიკვიდატორი                                                                           როინ ცაციაშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“?
დიახ, განცხადება „შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2025.
როდის იქნა მიღებული „შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“?
„შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“ მიღებულია 08.07.2025. მიმღები ორგანო — შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ ლიკვიდატორი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ“, №0, 08.07.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6568397/