ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/123 |
|
2023 წლის 28 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნება განხორციელდება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე. 3. ამ მუხლით დადგენილი წესი ძალაშია 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.“. 2. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 50-ე მუხლი: „მუხლი 50. ტრანზიტის განმახორციელებლისათვის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროენერგიის დამატებით მიყიდვის დროებითი წესი 1. გარდა ამ წესების 49-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დასაბრუნებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, ეგხ 220 კვ „სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის იმპორტიორს, არაუგვიანეს 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდოს არაუმეტეს 30 000 000 კვტ. სთ ელექტროენერგია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, გამონაკლისის სახით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს მიენიჭოს უფლებამოსილება, გააფორმოს ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულება ენგურჰესთან და მის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით, შეისყიდოს ენგურჰესიდან ზემოანიშნული 30 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგია. აღნიშნული ელექტროენერგია, ამ შემთხვევაში და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში (2023 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით), არ წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას და არ მონაწილეობს ამ წესების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში. ელექტროენერგიის აღნიშნულ პირდაპირ ხელშეკრულებაზე ვრცელდება წინამდებარე წესების მე-9 მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის წესები. 3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შესყიდულ ელექტროენერგიას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ენგურჰესისათვის კომისიის მიერ დადგენილი ფასით მიაწვდის ეგხ 220 კვ „სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის იმპორტიორს. ექსპორტი და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|