„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/421 |
|
2022 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, III, 31.08.2006წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბაზრის წესებს“ დაემატოს 49-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. 2022 წლის ოქტომბრის თვეში ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ ,,ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვის დროებითი წესი 1. 2022 წლის ოქტომბრის თვეში ტრანზიტის განხორციელებისას, ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ ,,ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ნაწილი (არაუმეტეს 60 000 000 კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია) იმპორტიორისგან შესყიდულ იქნეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ანაზღაურება განხორციელდება იმავე მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნებით. წინამდებარე წესების მე-14 მუხლის 11 პუნქტის მიზნებისათვის, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ელექტროენერგიის პირობითი ფასი განისაზღვროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით მისაწოდებელი საექსპორტო ელექტროენერგიის შესყიდვის საპროგნოზო ხარჯების გათვალისწინებით. 2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნება განხორციელდება არაუგვიანეს 2022 წლის დეკემბრისა, მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე. 3. აღნიშნული მუხლით დადგენილი წესი ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2022.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/421. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.22.024.016765.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1-1/421, 30.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016765 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5581130/