ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/177 |
|
2023 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. 146 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდის კონკრეტულ საათში იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიას ანაწილებს ამ პუნქტში აღნიშნულ იმპორტიორებზე (ექსპორტიორებზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმოებზე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან თითოეული მათგანის მიმართ „ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) გეგმების პროპორციულად (გარდა ამ წესების 51-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ პუნქტის მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სისტემათაშორისო ხაზზე საანგარიშო პერიოდის რომელიმე კონკრეტული საათისთვის იმპორტიორ(ებ)ის (ექსპორტიორ(ებ)ის) ან/და ტრანზიტის დამკვეთი საწარემო(ები)ს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან „ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული (კორექტირებების გათვალისწინებით) გეგმების ჯამი ნულის ტოლია (შემდგომში „ნულოვანი საათი“), მაგრამ ფაქტობრივად „ნულოვან საათში“ დაფიქსირდა ელექტროენერგიის გადადინება, „ნულოვან საათში“ ფაქტობრივად გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობას (გარდა ამ წესების 147 მუხლის მე-2 პუნქტში ასახული რეჟიმებით გამოწვეული ელექტროენერგიის გადადინებებისა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ანაწილებს იმ იმპორტიორ(ებ) ზე (ექსპორტიორ(ებ)ზე) ან/და ტრანზიტის დამკვეთ საწარმო(ებ)ზე, რომლებიც ამავე სისტემათაშორისო ხაზზე იგივე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ახორციელებდნენ ელექტროენერგიის იმპორტს (ექსპორტს) ან/და ტრანზიტს, ამასთან „ნულოვან საათში“ ფაქტობრივად გადადინებული ელექტროენერგია მათ უნაწილდებათ „ნულოვანი საათის“ უშუალოდ წინა და შემდგომი საათისთვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან თითოეული მათგანის მიმართ „ბაზრის წესების“ თანახმად შეთანხმებული ექსპორტის (იმპორტის) ან/და ტრანზიტის განხორციელების შესაბამისი გეგმების (კორექტირებების გათვალისწინებით) ჯამური რაოდენობების (კორექტირებების გათვალისწინებით) პროპორციულად. 2. 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნება განხორციელდება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, 2023 წლის მაისის თვეში დასაბრუნებელი ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მიაწვდის წერილობით არაუგვიანეს 2023 წლის 15 მაისისა, ხოლო ივნისის თვეში – არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივნისისა. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ზემოაღნიშნულ ვადებში არ მიაწვდის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს დასაბრუნებელი ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვერ განახორციელებს იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების თანახმად შესყიდული ელექტროენერგიის იმპორტიორისათვის დაბრუნებას მხარეებს შორის დამატებით გაფორმებული ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, ელექტროენერგიის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით ტრანსსასაზღვრო ხაზის საექსპორტო მოცულობის განაწილება განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით განსაზღვრული მოცულობებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე. 3. ამ მუხლით დადგენილი წესი ძალაშია 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით.“. 3. 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდა ამ წესების 49-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დასაბრუნებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, ეგხ 220 კვ „სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის იმპორტიორს, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდოს არაუმეტეს 30 000 000 კვტ. სთ ელექტროენერგია. ამ პუნქტის მიზნებისათვის, 2023 წლის მაისის თვეში, ელექტროენერგიის იმპორტიორზე, გასაყიდი ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს მიაწვდის წერილობით არაუგვიანეს 2023 წლის 15 მაისისა, ხოლო ივნისის თვეში – არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივნისისა. იმ შემთხვევაში, თუ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ზემოაღნიშნულ ვადებში არ მიაწვდის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ეგხ 220 კვ „სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის იმპორტიორზე ამ პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის რაოდენობის ფარგლებში გასაყიდი ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვერ გააფორმებს ექსპორტის პირდაპირ ხელშეკრულებას და ელექტროენერგიის მიყიდვას ეგხ 220 კვ „სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის იმპორტიორზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, გამონაკლისის სახით, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს მიენიჭოს უფლებამოსილება, გააფორმოს ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულება ენგურჰესთან და მის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით, შეისყიდოს ენგურჰესიდან არაუმეტეს ზემოანიშნული 30 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგია, კერძოდ ელექტროენერგიის ის ზუსტი მოცულობა იმ საანგარიშო პერიოდში, რომელსაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მიაწვდის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ელექტროენერგია, ამ შემთხვევაში და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში (2023 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით), არ წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას და არ მონაწილეობს ამ წესების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში. ელექტროენერგიის აღნიშნულ პირდაპირ ხელშეკრულებაზე ვრცელდება წინამდებარე წესების მე-9 მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის წესები.“. 4. 50-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 51-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის შეთანხმებული გეგმების პროპორციულად განაწილების დროებითი წესი 1. 2023 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში, ამ წესების 146 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული, შეთანხმებული გეგმების პროპორციული განაწილებისას, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაფიქსირებული ელექტრული რეჟიმების (მათ შორის შიდა რესურსების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსთან შედარებით სიმცირის (დეფიციტის) ან სიჭარბის, ავარიის, ტრანსსასაზღვრო ხაზზე არსებული სხვაგვარი შეზღუდვების) გათვალისწინებით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, პრიორიტეტი მიანიჭოს სატრანზიტო ელექტროენერგიას და იმპორტირებული ენერგეტიკული ნედლეულით საქართველოში წარმოებულ და ექსპორტირებულ ელექტროენერგიას. ამ შემთხვევაში, დანარჩენი ექსპორტიორებისთვის ფაქტობრივად ექსპორტირებული ელექტროენერგიის შეთანხმებული გეგმების პროპორციულად განაწილება იწყება მხოლოდ ზემოაღნიშნულ პრიორიტეტულ ჯგუფში ელექტროენერგიის იმავე პრინციპით სრულად განაწილების შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილდება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების მე-11 მუხლის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნების მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ექსპორტირებული ელექტროენერგია. 2. ამ მუხლით დადგენილი წესი ძალაშია 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|