საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2023
ძალაში შესვლა 10.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-176
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.016783
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 294 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2023 მიღება
10.04.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 18.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 05.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 28.06.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 11.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 90% 31.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-176 2023 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის  14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული ,,აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად,  ვბრძანებ : მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს  თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემა; ბ)  ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში;  გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე მეწამულით გამოსახულია სტილიზებული ვაზის ორნამენტი – ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ასოცირებული სიმბოლო. მუხლი 2🔗 1. ემბლემა გამოიყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2.   ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატზე; გ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; დ) სააგენტოს მიმოწერის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; ე) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ვ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ზ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; თ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვერენულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე; ი) სააგენტოს თანამშრომლის სპეციალური ფორმის ტანსაცმელზე. 3. სხვა საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტომ ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 აპრილიდან.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია