„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2795-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.020856
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) №1 დანართის:

  ა) პირველი პუნქტის („მაფრთხილებელი ნიშნები“) 1.32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1.32. „გვირაბთან მიახლოება“ − იძლევა გაფრთხილებას საავტომობილო გვირაბთან მიახლოების (საავტომობილო გვირაბამდე ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე არსებული მონაკვეთის) თაობაზე.“;

  ბ) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.37 და 5.38 პუნქტები:

  „5.37. „გვირაბი“ − მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასაწყისს, საიდანაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს. 5.37 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) ან მის გარეშე. ამასთანავე, ამ ნიშნის ქვემოთა ნაწილში ან 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშანზე (დაფაზე) შეიძლება აღინიშნოს საავტომობილო გვირაბის სიგრძე.

  5.38. „გვირაბის დასასრული“ – მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასასრულს (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის დასასრულს, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს). 5.38 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის ბოლოში (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის ბოლოში, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს).“;

  გ) მე-7 პუნქტის („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“):

  გ.ა) 7.3.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7.3.1. „მობრუნების ადგილი“ − მიუთითებს მობრუნების ადგილს. 7.3.1 საგზაო ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით). ეს ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.“;

  გ.ბ) 7.3.2 პუნქტი და 7.3.2 პუნქტის მომდევნო შენიშვნა ამოღებულ იქნეს;

  დ) „საგზაო ნიშნების“:

  დ.ა) პირველი პუნქტით („მაფრთხილებელი ნიშნები“) გათვალისწინებული 1.32 საგზაო ნიშნის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გვირაბთან მიახლოება“;

  დ.ბ) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს განსაკუთრებული მითითებების შემდეგი ნიშნები:

  „

5.37

გვირაბი

 

5.38

 

გვირაბის დასასრული“;

  დ.გ) მე-7 პუნქტით („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) გათვალისწინებული:

  დ.გ.ა) 7.3.2 საგზაო ნიშანი ამოღებულ იქნეს;

  დ.გ.ბ) 7.10.1 საგზაო ნიშანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „

 

7.10.1

 

მიმართულებების მაჩვენებელი“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 მაისი 2023 წ.

N2795-XIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2023.
როდის იქნა მიღებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2795-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.020856.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2795-XIმს-Xმპ, 02.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.020856 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5784282/