საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №25/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№25/ნ
2023 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის №66/ნ ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი