„მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №30/ნ

2023 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/09/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017821) დამტკიცებულ „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საბავშვო უნივერსიტეტი – სამეცნიერო საკომუნიკაციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს გამოჩენილი და  წარმატებული მეცნიერების, აგრეთვე კვლევებისა და ინოვაციების სააგენტოების/კომპანიების წარმომადგენლების მიერ სამეცნიერო შინაარსის კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას მოსწავლეებისათვის;“;

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“–„ჯ“ ქვეპუნქტები:

,,ც) მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით  სამეცნიერო საკომუნიკაციო კამპანია – ტელე და რადიო გადაცემებში – სამეცნიერო სიუჟეტებში ჩართვა; სამეცნიერო-პოპულარული ფილმების შექმნა, სამეცნიერო პოპულარული ჟურნალების, სამეცნიერო პოპულარული სტატიების, საინფორმაციო ბიულეტენების, ფლაერების, ბროშურების გამოცემა და სხვადასხვა აქტივობები;

ძ) სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიება – სამეცნიერო ფესტივალი, სამეცნიერო პიკნიკი, საზაფხულო სკოლა, მეცნიერებისა და მეწარმეების სკოლა ახალგაზრდებისთვის, კვლევისა და ინოვაციის სააგენტოებში/კომპანიებში გაცნობითი ღონისძიება, კვლევით დაწესებულებებში საველე დღე ახალგაზრდებისთვის, სამეცნიერო ბანაკი, სადისკუსიო ღონისძიება, სიმპოზიუმები ან სამეცნიერო კონფერენცია;

წ) გაცნობითი ღონისძიება – სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერებასა და ბიზნსესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,  კერძო სექტორში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას;

ჭ) ონლაინინსტრუმენტი – სამეცნიერო კომუნიკაციისთვის  განკუთვნილი ვებგვერდი, მულტიმედიური აპლიკაცია ან ინტერაქტიული სამეცნიერო პორტალი;

ხ) სამოქალაქო დიალოგი – ღონისძიება ფართო საზოგადოებისთვის, სადაც განიხილება  მეცნიერულად დასაბუთებული   თემები  მეცნიერების პოპულარიზაციისათვის;

ჯ) მეცნიერების პოპულარიზაციის აქტივობა – სამეცნიერო წარმოდგენა, სამეცნიერო შოუ, ინტერაქტიული პრეზენტაციების სერია, სამეცნიერო გამოსახულების ან/და ვიდეოგამოფენა, მეცნიერთა შესახებ ამბის მოყოლა, ქართველ მეცნიერთა პორტრეტებით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს:

ა) საბავშო უნივერსიტეტს;

ბ) მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით  სამეცნიერო საკომუნიკაციო კამპანიას;

გ) სამეცნიერო კომუნიკაციის ღონისძიებას;

დ) გაცნობით ღონისძიებას;

ე) ონლაინინსტრუმენტის შექმნას სამეცნიერო კომუნიკაციისთვის;

ვ) სამოქალაქო დიალოგს;

ზ) მეცნიერების პოპულარიზაციის აქტივობას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა  არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)

  • კრეატიული/ინოვაციური მიდგომები
  • სამიზნე ჯგუფების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
  • პროექტის იდეისა და მიზნების შესაბამისობა პროექტის ამოცანებთან  
  • პროექტის ძირითადი პერსონალის კომპეტენცია და მათი შესაბამისობა პროექტის  ამოცანებთან
  • პროექტის ძირითადი პერსონალის შესაძლებლობები  პროექტის მიზნებთან მიმართებაში
  • პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსების არსებობა
  • პროექტის შედეგების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან მიმართებაში
  • აქტივობების გავრცელების მიზანშეწონილობა
  • პროქტით გათვალისიწინებული აქტივობების მდგრადობა
  •  

  • პროექტის განხორციელების გეგმის, განრიგის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
  • ბიუჯეტის და ბიუჯეტის დასაბუთების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
  • მატერიალური, ტექნიკური და ინტელექტუალური გარემოს, რესურსების შესაბამისობა პროექტის მიზნებსა და ამოცანებთან
  • კრიტერიუმები და განმარტებები

     

    C-

    C

    C+

    B-

    B

    B+

    A-

    A

    A+

    შეფასება A/B/C

    კრიტერიუმების მიხედვით

     

    1. პროექტის შინაარსობრივი ნაწილი

    იდეის აქტუალობა, ინოვაციურობა,  შესაბამისობა პროექტის მიზანთან და ამოცანებთან;

    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    მინიმუმ- 3

    მაქსიმუმ-9 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

     

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    2. პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის კომპეტენცია და

    პროექტის განხორციელებისთვის საჭირო  შესაბამისი ტექნიკური რესურსების არსებობა

    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    მინიმუმ- 3

    მაქსიმუმ-9 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

     

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    3. პროექტის მოსალოდნელი შედეგები–პროექტის ფარგლებში ხელშესახები შედეგები პროექტის მიზნებთან მიმართებაში მათ შორის გავრცელებისა და მდგრადობის ასპექტებში

    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    მინიმუმ- 3

    მაქსიმუმ-9 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

     

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    4.  პროექტის მენეჯმენტი და განხორციელება, დაგეგმილი აქტივობებისა და რესურსების შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად

    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    მინიმუმ- 3

    მაქსიმუმ-9 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

     

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    მინიმუმ – 1 და მაქსიმუმ 3 ქულა

    ქულების ჯამი (მინიმუმ-12, მაქსიმუმ 36 ქულა)

     

    შემაჯამაბელი შეფასება პროექტის შესახებ (ექსპერტის შემაჯამებელი შეფასება ოთხივე კრიტერიუმის მიხედვით

    მინიჭებული ქულების შესაბამისად);

    □ A

    □ B

    □ C

    შემაჯამებელი კომენტარი პროექტის შესახებ (ექსპერტის შემაჯამებელი კომენტარი ოთხივე კრიტერიუმის მიხედვით

    მინიჭებული ქულების შესაბამისად):

    “;

    ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ე) შემაჯამებელი შეფასება პროექტის შესახებ შესაბამისობაში უნდა იყოს 1-4 კრიტერიუმების 9-ქულიანი (3-9) სისტემით შეფასებასთან და განიმარტება შემდეგნაირად:

    ქულა

    ABC კატეგორია

    25-36

    A

    13-24

    B

    12

    C

    “.

    მუხლი 2
    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი

    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2023.
    როდის იქნა მიღებული „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.04.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018285.
    რამდენი მუხლისგან შედგება „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    რომელი დოკუმენტები უთითებენ „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
    legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
    სად არის „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2023 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    საქართველოს მინისტრის ბრძანება „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის №201/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30/ნ, 27.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018285 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5786155/