📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016478
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,958 სიტყვა · ~20 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დოკუმენტის დასახელება (ოქმი, საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი )
გვარი სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.05.2023 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 09.06.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.03.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.05.2023 ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 02.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2023 წლის 2 მაისი ქ. ყვარელი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​​3-ე, 239-ე და 242-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე მუხლით, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, 209​3 მუხლით,  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გარდა, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  46​​5, 46​​6, 172​​8 და 172​​​9  მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 2🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46​​5, 46​​6, 172​​8 და 172​​​9  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. მუხლი 3🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების,  ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №3); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა (დანართი №5); ვ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტებისა და შენიშვნების ფორმა (დანართი №6); ზ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №7). მუხლი 5🔗 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ივლისის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21.07.2021 წ., 010250050.35.164.016415). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ივლისის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21.07.2021 წ. 010250050.35.164.016414). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი დანართი №1 საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის –  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209​3, 55-ე, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმის) და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) შინაარსს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. 2. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის  შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის 14​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46​​5, 46​​6, 172​​8 და 172​​​9  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი არიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოხელეები. 3. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209​3 მუხლით, 55-ე, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 4. საჯარო მოხელე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მუხლი 3🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმები, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი 1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის – „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) ხაზების მაგივრად გამოყენებულია მიკროშრიფტი, რომელშიც იკითხება წარწერა - ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია“. ბ) ექსკლუზიური დამცავი ბადე; გ) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ანათებს. 2. ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით მომარაგებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ოქმისა და საჯარიმო ქვითარზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები - „სემგს“, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდზე დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება. 4. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული ამისათვის პასუხისმგებელი პირი. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 6. ოქმების და საჯარიმო ქვითრების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერით. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება  წაშლა ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის შესწორება. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის ” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 7. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების წარმოებაზე (გაუქმებაზე) ამზადებს ყოველთვიურ ანგარიშს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. მუხლი 4🔗. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი სამსახურის, ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რეგისტრაციის ჟურნალზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან. 3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ რაც ოქმები და საჯარიმო ქვითრები ჩაბარდება უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრის შევსება და მისი შინაარსი 1. თუ  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209​3 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 242-ე  მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის შემვსებმა    საჯარო    მოსამსახურემ,    საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება გამოიძახოს პოლიცია სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოსამსახურე ავსებს საჯარიმო ქვითარს. 3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 4. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილებზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, დაისმება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი, ხოლო საჯარიმო ქვითრის ყუაზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 5. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოსამსახურესთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 7. საჯარიმო ქვითრის: ა) I ნაწილს ავსებს უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე; ბ) I ნაწილის: ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება შედგენის ადგილი; ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები. ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში: იურიდიული პირის დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: შესაბამისი კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.  ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები; ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა. 8. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში  ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები საჯარო მოსამსახურე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – სამსახურის უფროსს. 9. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოსამსახურე და სამართალდამრღვევი. მოწმის არსებობის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარზე ხელს აწერს მოწმეც. 10. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა, საჯარიმო ქვითრის შემდგენი საჯარო მოსამსახურის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 11. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 12. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის შესაბამისად. 13. საჯარიმო ქვითარი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს შესაბამის ჟურნალში. 14. საჯარიმო ქვითრის შევსების თაობაზე ინფორმაცია სამსახურის მიერ 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 6🔗. ოქმის შედგენა და მისი შინაარსი 1. თუ  საქართველოს კანონის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 209​3 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 64​2, 82​5, 150-ე, 55-ე, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით  გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში. 3. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენლის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის ხელმძღვანელი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოხსენებითი ბარათით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს . 4. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე და 240​1 მუხლის შესაბამისად. 5. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს; ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან; გ) მესამე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. 6. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა უნდა გამოიძახოს პოლიციის მუშაკი, რომელმაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 2​​​​​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში. 7. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული; დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის პირობების შემთხვევაში); იურიდიული პირი - იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან; ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; 9. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც. 10. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენლის მიერ, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 11. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 12. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 13. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტრულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს). მუხლი 7🔗. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება 1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ის 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს. 3. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-17, მე-20 და 21-ე თავებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილავს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გამოაქვს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული სახდელის აღსრულება; დ) საურავის დარიცხვის შესახებ. მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება: ა ) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ ) ოქმების ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. მუხლი 9🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. 2. საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გამოსცემს ბრძანებას და პირს დაარიცხავს საურავს ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’ მუხლი 10🔗. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება 1.  პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საქართველოს კანონით ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე - სასამართლოში. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234​​​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 11🔗. სააღსრულებო ფურცლის გამოწერა საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გამოწერს სააღსრულებო ფურცელს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 12🔗. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1                                                                             ტელ.: 599 157 471 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № ­­000000         ______________  20____    წ.                                                                 ____________________________      (თარიღი)                                                                                                   (ოქმის შედგენის ადგილი) მე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ___________________________________________ ___________________________________________         სამსახურის   _________________________  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი) საქართველოს   _______________________________________________________________________ __________________ კოდექსის ______________  მუხლის  ____________   ნაწილის შესაბამისად  შევადგინე აღნიშნული ოქმი. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______________  მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. _____________________________________________________________________________________ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი,  საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები _____________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი სამართალდარღვევის შინაარსი: __________________________________________________________________________________ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------ რაც გათვალისწინებულია  ____________________________________________________________         მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის _____________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი N) ახსნა-განმარტება: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------  მე,  _________________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი, პირადი N გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს: ,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა–განმარტებანი, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა  და დროის დროულად შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით: ოქმი შევადგინე:                                                                           _____________________________                                                                                                 ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა ოქმს გავეცანი:                                                                        _____________________________                                                                                                 სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა მოწმე(ები)  (დასწრების შემთხვევაში): _______________________                   ________________________                   _________________          სახელი, გვარი                                                              მისამართი, პირადი N                                     ხელმოწერა _______________________                  ________________________                   _________________          სახელი, გვარი                                                               მისამართი, პირადი N                                     ხელმოწერა დაზარალებულ(ებ)ი  (თუ ასეთები არიან): ______________________                    ________________________                    _________________          სახელი, გვარი                                                            მისამართი, პირადი N                                         ხელმოწერა ______________________                   ________________________                    _________________          სახელი, გვარი                                                           მისამართი, პირადი N                                          ხელმოწერა ოქმის ასლი ჩავიბარე: ______________________                   ________________________                   _________________ სამართალდამრღვევის  სახელი, გვარი                       მისამართი, პირადი N                                              ხელმოწერა  ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში:_________________________________________________________________________ შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ არის საქმის შეწყვეტის საფუძველი. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი. დამკვეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის № დანართი №3 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  N 000000 ნაწილი I.                                                                                                                                                   ბ.ა. 1. შედგენის ადგილი: ______________________            2. შედგენის თარიღი:____________________                                                                                                                                       (რიცხვი, თვე, წელი) 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: __________________________________________________________________________ 4. სამართალდამრღვევის მონაცემები: __________________________________________________________________________ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი) ________________________________________________________________________ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------- 6.პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია __________________________________ კოდექსის _________________ მუხლის _____________ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ______________ ლარის ოდენობით. 7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _____________________________________________________________________ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. ოქმს ერთვის სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა: _______________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას             მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) მიმღები მოლარე: ____________________                        __________________________________                  (ხელმოწერა და თარიღი)                                  (საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი) მოწმის ხელმოწერა:                                               ____________________________________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა:                         ____________________________________ სამართალდამრღვევის ხელმოწერა:                  ____________________________________ აღნიშვნა სამართალდამრღვევის მიერ ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ: _____________________________________________________________________________ საჯარიმო ქვითრის ყუა ნაწილი II (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. _________________________________________ (გადამხდელის სახელი და გვარი/დასახელება) 2.__________________________________________             (გადამხდელის მისამართი) 3. __________________________________________ (გადამხდელის პირადი N/საიდენტიფიკაციო N) 4. __________________________________________                         (ჯარიმის ოდენობა) 5.1.___________________________________________ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი) 5.2. __________________________________________  (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი, ნაწილი) 6. __________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 7. __________________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 8. მიმღები მოლარე: _________________________                                                  (ხელმოწერა) 9. შემომტანი:  ______________________________                                               (ხელმოწერა)                                                               ბ.ა. თარიღი: ___________________________________                          (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქალაქი ყვარელი, კუდიგორის ქ. N1) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსით“  გათვალისწინებულ შემთხვევაში – ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის 10 დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გურჯაანი, სანაპიროს ქ. N24)  გასაჩივრების შესახებ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის № დანართი №4 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო ახსნა-განმარტებისა და შენიშვნების ფორმა ახსნა-განმარტება  და  შენიშვნები  საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო 1. სამართალდამრღვევის - ფიზიკური პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი,  საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის   სერია და ნომერი: _________________________________________________________________ 3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ________________________________  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4.  ________________________________________________________________________  კოდექსის: ________________________________________________________________________                                              მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი 5. ახსნა - განმარტება ან/და შენიშვნის შინაარსი: __________________________________________  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------- 6. სამართალდამრღვევის ხელმოწერა __________________________________________________         7. თარიღი: ______________________________                                რიცხვი, თვე, წელი დანართი №5 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ოქმის, სა­ჯა­რი­­მო ქვი­თრის (ოქ­მის) ნო­მე­­რი ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი ოქმის,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) დაბრუნებული /გაუქმებული/ ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) შენიშვნა გვარი სახელი თანამდე ბობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდე ბობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა დაბრუნების თარიღი აქტის ნომერი გვარი სახელი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 დანართი №6 აქტი № გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ჩამოწერის შესახებ ------------------------------------------------------------------------------ აქტის შედგენის ადგილი ------------------------------------------------------------------------------ აქტის შედგენის თარიღი   № დოკუმენტის დასახელება (ოქმი, საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ) რაოდენობა ოქმის (საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ინდივიდუალური ნომერი შენიშვნა 1 2 3 4 5 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერის სისწორეს: სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) ხელმძღვანელი:     ---------------------------------------------------------------------------- ოქმის, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი:   ----------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დანართი №7 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. N 1                                                                             ტელ.: 599 157 471 საქმე № _______ სააღსრულებო ფურცელი _________________________________________________________________________                                              (სააღსრულებო ფურცლის გამცემი) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი _____________________________________________________________________ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------- საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------- დადგენილების/საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეზოლუციო ნაწილი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------- კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ________________________________________  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ____________________________________________  ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------- სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: __________________________________________ უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის ხელმოწერა:  ------------------------    ბ.ა.