საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2023
ძალაში შესვლა 01.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №05/28
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2023
matsne.gov.ge 1,457 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2023 მიღება
01.06.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 23.12.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 06.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 19.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 93% 27.08.2025 სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 11.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/28 2023 წლის 15 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 აპრილის №137 დადგენილების მე-2 მუხლისა და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ (შემდგომ – ანსამბლების გაერთიანება) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ანსამბლების გაერთიანების ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ანსამბლების გაერთიანების მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისს.საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“ (შემდგომ – ანსამბლების გაერთიანება) არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 აპრილის №137 დადგენილების შესაბამისად. 2. ანსამბლების გაერთიანება წარმოადგენს ქართულ ქალაქურ მრავალხმიან სასიმღერო ჟანრში მოღვაწე შემდეგი ანსამბლების: ალილო, თეატრალურის კვარტეტი, ფორტე, ქართული ხმები და შვიდკაცა – შემოქმედებით ბაზაზე შექმნილ გაერთიანებას და მისი სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა““. 3. ანსამბლების გაერთიანება ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ანსამბლების გაერთიანება საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ანსამბლების გაერთიანებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. 6. ანსამბლების გაერთიანების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ნ. ხუდადოვის ქუჩა №3, ბ. №67. მუხლი 2🔗. ანსამბლების გაერთიანების მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები 1. ანსამბლების გაერთიანების ძირითადი მიზანია ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერების შესრულება, შენარჩუნება, განვითარება, პოპულარიზაცია და როგორც ცალკე აღებული ჟანრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. ანსამბლების გაერთიანების საქმიანობის საგანია: ა) ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერების მოძიება, შესწავლა, შესრულება, განვითარება და ქართველ კომპოზიტორებთან ერთად ახალ სიმღერებზე მუშაობა; ბ) ქართულ ქალაქურ მრავალხმიან სასიმღერო ჟანრში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, მასტერკლასების ჩატარება და მომავალი თაობის აღზრდისათვის შესაბამისი სწავლების ორგანიზება; გ) ქართულ მრავალხმიან სასიმღერო ჟანრში კვლევების ჩატარება; დ) ქართული მრავალხმიანი სასიმღერო ჟანრის შემსრულებელთა კოორდინირება; ე) ქართულ მრავალხმიან სასიმღერო ჟანრში კონცერტებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება; ვ) შემოქმედებითი საქმიანობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი მიზნის მისაღწევად, ანსამბლების გაერთიანებას უფლება აქვს: ა) წარმართოს შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და შესაბამისი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ; დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლების გაერთიანების პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლების გაერთიანების დებულებიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ვ) ,,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპის განუხრელად დაცვით, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და დაადგინოს მათი ღირებულება; ზ) შეიმუშაოს ანსამბლების გაერთიანების შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ანსამბლების გაერთიანებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან; თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად; ი) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია ანსამბლების გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. 4. ანსამბლების გაერთიანება ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ანსამბლების გაერთიანების თანამშრომელთა პროფესიული და სოციალური უფლებები; ე) წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს ანსამბლების გაერთიანების საქმიანობის აუდიტორული შემოწმება. მუხლი 3🔗. ანსამბლების გაერთიანების მართვა 1. ანსამბლების გაერთიანების მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ანსამბლების გაერთიანებას ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 3. ანსამბლების გაერთიანების დირექტორს სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი. 4. თუ ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ანსამბლის წარმომადგენელია, ის გადაწყვეტილებებს იღებს სხვა ანსამბლების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის საფუძველზე. 5. ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს ანსამბლების გაერთიანების საერთო საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია ანსამბლების გაერთიანების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლების გაერთიანებას ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ე) ამტკიცებს ანსამბლების გაერთიანების შინაგანაწესს; ვ) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს ანსამბლების გაერთიანების შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლების გაერთიანების შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან; ზ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; თ) უზრუნველყოფს ანსამბლების გაერთიანების მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; ი) ადგენს ანსამბლების გაერთიანების რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; კ) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული ფუნქციების დელეგირება ანსამბლების გაერთიანების დირექტორზე, რაც მას არ ათავისუფლებს ანსამბლების გაერთიანების საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან. 6. ანსამბლების გაერთიანების დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით: ა) დებს გარიგებებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; გ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. 7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს სამინისტროს. მუხლი 4🔗. ანსამბლების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები 1. ანსამბლების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (სამსახური); ბ) შემოქმედებითი სამსახური. 2. ანსამბლების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. 3. ანსამბლების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ანსამბლების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. ანსამბლების გაერთიანების ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. ანსამბლების გაერთიანების ქონება შედგება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შესაბამისი ქონებისგან. 2. ანსამბლების გაერთიანებას უფლება აქვს, პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის შედეგად დარჩენილი, ასევე – ბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც მთლიანად ხმარდება ანსამბლების გაერთიანებას მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ. 3. ანსამბლების გაერთიანების ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 6🔗. ანსამბლების გაერთიანების საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. ანსამბლების გაერთიანების საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ანსამბლების გაერთიანების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ანსამბლების გაერთიანებას მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 7🔗. ანსამბლების გაერთიანების დაფინანსების წყაროები 1. ანსამბლების გაერთიანების დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; გ) საკონცერტო, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო-, ვიდეო- და აუდიოჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად; ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლების გაერთიანების მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის კულტურული მომსახურების გაწევით; ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები; ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული და სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ანსამბლების გაერთიანების დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ანსამბლების გაერთიანების სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. ანსამბლების გაერთიანების სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. ანსამბლების გაერთიანება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. ანსამბლების გაერთიანების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. ანსამბლების გაერთიანების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ანსამბლების გაერთიანების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.