„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 17 მაისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018, 010250020.35.164.016288) კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე.

ბ) ზედამხედველობის განხორციელებას მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე.

გ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

დ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს.

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ - ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლს.

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;

ზ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

თ) სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლს.

ი) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“, საქართველოს კანონის  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.

კ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას.

ლ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე.

მ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას.

ნ) ზედამხედველობის განხორციელებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებაზე.

ო) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას, მიწათსარგებლობის წესების დაცვას.

პ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვას).

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენასა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას.

რ) მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ აქტის შესრულების კონტროლის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, არანაკლებ თვეში ერთხელ შესაბამისი მშენებლობის შემოწმებას.“

2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

„მუხლი 4. სამსახურის უფლებები

დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაუბრკოლებლად განახორციელოს კონტროლი სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე. შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.

2. გასცეს მითითება, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ვადები და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე.

3. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები და გამოსცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

4. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გაზომვების, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით,  ლოგოთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს განახორციელოს ინსპექტირება. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, შეადგინონ შესაბამისი ოქმები, საჯარიმო ქვითრები და სამართალდამრღვევს შეუფარდონ შესაბამისი სახდელი.

6. სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით  მიიღოს    და  დაამუშაოს მონაცემეთა ბაზა  შესაბამის   დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით.

7. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.“

3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. სამსახურის ვალდებულებები

სამსახური ვალდებულია:

1. კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი.

2. მოახდინოს სწრაფი და დროული რეაგირება სამსახურის უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრაზე და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

3. აწარმოოს კონტროლი ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დანაგვიანებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე,  სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე.

4. განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე.

5. აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

6. გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს.

7. კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულებების.

8.  განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი