მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/203
სარეგისტრაციო კოდი
020000000.22.024.016802
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/203

2023 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.22.024.016666) დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი № 1) 59-ე და მე-60 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„59. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი; ვეტერინარის სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა);

60. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის (გარდა სერტიფიკატის დანართისა) დუბლიკატი; საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატი; ვეტერინარის სერტიფიკატის (გარდა სერტიფიკატის დანართისა) დუბლიკატი;“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი