„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №193 |
|
2023 წლის 29 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე გადმოცემული იმ სამედიცინო შემთხვევის, რომლის ძირითად დიაგნოზად მითითებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ICD10-ის კოდები, დასრულებულად დაფიქსირება განხორციელდება, თუ პაციენტი/შემთხვევა რეგისტრირებულია კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების შესაბამისად):
ა) C00-C97 − ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;
ბ) D00-D09 − in situ სიმსივნეები;
გ) D32 − თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
დ) D33 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
ე) D42 − თავისა და ზურგის ტვინის გარსების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე;
ვ) D43 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნეები.“.
2. №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“) მე-9 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის ძირითად დიაგნოზად მითითებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ICD10-ის კოდები, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების გაკეთებისას აუცილებელია პაციენტი რეგისტრირებული იყოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების შესაბამისად):
გ1.ა) C00-C97 − ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;
გ1.ბ) D00-D09 − in situ სიმსივნეები;
გ1.გ) D32 − თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
გ1.დ) D33 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
გ1.ე) D42 − თავისა და ზურგის ტვინის გარსების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე;
გ1.ვ) D43 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნეები;
გ2) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და პაციენტი არ არის რეგისტრირებული კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, პაციენტის რეგისტრაციას კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში უზრუნველყოფს ფონდი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.024026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №193, 29.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024026 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5812985/