„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018299
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება
№44/ნ

2023 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 23/05/2014, 430210000.22.022.016791) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  – ატესტატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის  შესაბამისად;

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული  საბაზო ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი  №2-ის შესაბამისად;

3. მე-4 მუხლით დამტკიცებული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

4. მე-5 მუხლით დამტკიცებული სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად;

5. მე-6 მუხლით გათვალისწინებული №6 დანართის:

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეიცავდეს სახელმწიფო გერბს;";

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება თეთრ ფონზე – C:100 M:81 Y:0  K:13 ჩარჩო;";

ა.გ)  „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“  ქვეპუნქტი:

„ი) გამოყენებული შრიფტი FIRA GO;“.

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიცავდეს  სახელმწიფო გერბს;“;

ბ.ბ)  „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

,,ლ) გამოყენებული შრიფტი FIRA GO;“.

მუხლი 2🔗

ბრძანება ძალაშია 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი