წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გასაჩივრების წეს