1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე. აგრეთვე, თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, უფლებამოსილი საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. მუნიციპალიტეტის განსჯადობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
ბ) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირი დამატებით იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, ასევე სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით და განხილვის შედეგად იღებს საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 267-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოსამსახურე მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემვსები საჯარო მოსამსახურე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელს აწერს მოწმეც.
7. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოსამსახურის მიერ, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
8. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
10. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ