1. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების და საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების (გარდა 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) განხილვისა და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – „ზედამხედველობის სამსახური“) უფროსი და იმავე სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოხელეები.
2. საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე (როდესაც ადგილზე არ შედგება საჯარიმო ქვითარი) უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოხელეები, გარდა 431, 432, 465, 466, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა.
3. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების მოხელეები.
4. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია მუნიციპალური ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური