საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №41/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 791 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი

ბრძანება (3)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 29.01.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 19.05.2021 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 14.09.2018 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 31.07.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 03.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №41/ნ 2023 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-9 მუხლის, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების მე-3 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (დანართი №1); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი   (სააგენტოს შემთხვევაში, დანართი №2; სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში, დანართი №2.1) ; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი   (დანართი №3); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №4); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი (სააგენტოს შემთხვევაში დანართი №5; სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი ორგანოების) შემთხვევაში, №5.1; სააგენტოს ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) შემთხვევაში, დანართი №5.2); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №6); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი   (დანართი №7); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების  ხელშეწყობის  სახელმწიფო სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №8); ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული   სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №9); კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ემბლემა, მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №10) ; ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახური ს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი, ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი  (დანართი №11). მუხლი 2🔗 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციამ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ.) ხორციელდება შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 6 სექტემბრის №01-76/ნ ბრძანება. 2. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 26 ნოემბრის №01-91/ნ ბრძანება. 3. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 31 იანვრის №01-8/ნ ბრძანება. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი