„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3148-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
320110000.05.001.020941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი:🔗

„მუხლი 85. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები

1. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები;

ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები:

ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;

ბ.ბ) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;

ბ.გ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;

ბ.დ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;

ბ.ე) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;

ბ.ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები;

გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ ინფორმაცია.

2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადების ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების წაშლა ან განადგურება. მონაცემთა ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს.“.

მუხლი 2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 85 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ის მონაცემები, რომლებიც დაცულია მატერიალური სახით და რომელთა შენახვის ვადაც გასულია ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის, გაანადგუროს 2025 წლის 9 ივნისამდე.🔗

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.🔗

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,14 ივნისი 2023 წ.

N3148-XIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.06.2023.
როდის იქნა მიღებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3148-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.05.001.020941.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3148-XIმს-Xმპ, 14.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.020941 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5825917/