„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.148.016760
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2023 წლის 9 ივნისი

ქ. გორი

„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018, 010250000.35.148.016476) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 1-ლი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის“:

ა.ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი – 300843270;“;

ა.ბ) 51 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254  მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი   300843270);“;

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 შეიცვალოს ახალი დანართი №3-ით.

გ) დადგენილების 1-ლი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №8 შეიცვალოს ახალი დანართი №8-ით.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

დანართი №3

ნაწილი I

საჯარიმო
ქვითარი

ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი

№ 000000000

სატრანსპორტო საშუალების ნომერი:                                                სამართალდარღვევის თარიღი, დრო:

სატრანსპორტო საშუალების მარკა:

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:                                           სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა:

დარღვევის არსი:

სასკ-ის

შენიშვნა:

სახაზინო კოდი:                                                                                               თანამშრომელი:

ჯარიმის ოდენობა:

_______________________

(თანამშრომლის ხელმოწერა)

დამრღვევის სახელი, გვარი: --------------------------------------------------------------------------------------------

მისამართი: ---------------------------------------------     პირადი № --------------------------------------------------

დამრღვევის ახსნა-განმარტება:-----------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------   დამრღვევის ხელმოწერა ---------------------------------------

მოწმე ან სხვა მონაწილე პირი: ----------- მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა ----------------

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნაწილი II            საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ყუა

(ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ და რჩება საბანკო დაწესებულებაში)

№ 000000000

__________________________________

გადამხდელის სახელი, გვარი

__________________________________

გადამხდელის მისამართი

__________________________________

სახაზინო კოდი                                                                                                               ჯარიმის ოდენობა

300843270                                                                                                  __________________________________

მიმღები მოლარის   ხელმოწერა

__________________________________

გადამხდელის   ხელმოწერა

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მე-2 გვერდი

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ორგანოში.  გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიული პირის ზემდგომ ორგანოს (მისამართი: ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის №5).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254   მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო  1254   მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში – 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.goriparking.ge

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300843270.

ცხელი ხაზი: 000000000

დამკვეთი:                                                                                                  დამამზადებელი:

მისამართი:                                                                                                 სემგს-ს რეგისტრაციის №

დანართი №8

ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

№ 000000

1. შევსების:

თარიღი

დრო

2.სამართალდარღვევის

თარიღი:
დრო:

3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი:

4. შემვსების

თანამდებობა:

სახელი:

გვარი:

5. სატრანსპორტო საშუალების

მარკა:

ნომერი:

6. სამართალდამრღვევის

სახელი:

გვარი:

პირადი №:

მისამართი:

7. არსი:

8. პასუხისმგებლობა:

9. სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა:

10. ჯარიმის ოდენობა:

11. სახაზინო კოდი: 300843270

12. მოწმე ან სხვა მონაწილე პირი

სტატუსი:

სახელი:

გვარი:

ხელმოწერა:

13. სამართალდამრღვევის ხელმოწერა

14. შემვსების ხელმოწერა

15. შენიშვნა

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას, ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.
გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიული პირის ზემდგომ ორგანოს
(მისამართი: ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის №5).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254
მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო
1254-ე
მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში – 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.goriparking.ge

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300843270.

ცხელი ხაზი: 000000000