„ვანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 5 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2023 წლის 19 ივნისი ქ. ვანი |
1.დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების დანართი №1-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში) და 150-ე მუხლებით, ასევე ნარჩენების მართვის კოდექით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.“.
3. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
1.
|
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის N