განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №51/ნ |
|
2023 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი |
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემბლემის ფორმები ამ ბრძანების დანართი №1, №2, №3 და №4-ის შესაბამისად; ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად; გ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად; დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად; ვ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად; თ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური პირების (თანამშრომლის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად; ი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური პირების (სტუმრის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №12-ის შესაბამისად; კ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი უვადო საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №13-ის შესაბამისად; ლ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი ვადიანი საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №14-ის შესაბამისად; მ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №15-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“?
- „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №51/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.22.022.018306.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.12.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“, №51/ნ, 26.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018306 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5827091/