1. ამ კანონის მიზნებია:
ა) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა როგორც აწმყოში, ისე მომავალში;
ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა.
2. ამ კანონის ამოცანებია:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ − მარეგულირებელი ორგანო) ფუნქციების განსაზღვრა მაიონებელი გამოსხივების წყაროს მშვიდობიანი მიზნით გამოყენებაზე მარეგულირებელი კონტროლის განსახორციელებლად;
გ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცი