1. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი და იმპორტი ავტორიზაციის გარეშე.
2. საქართველოს კანონმდებლობით დეტალურად უნდა განისაზღვროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის პროცესი, მათ შორის:
ა) ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქონლის სია;
ბ) კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის სიის პერიოდული გადახედვისა და განახლების თაობაზე დებულებები, ტექნოლოგიური მიღწევების შედეგებისა და შესაბამისი გარემოებების ცვლილებების სიაში ასახვისათვის;
გ) საქონლის საბოლოო მიმღების კონტროლი;
დ) საქონლის ექსპორტის დაწყებამდე შეტყობინების ვალდებულება, თუ ამგვარი შეტყობინება საჭიროდაა მიჩნეული;
ე) ავტორიზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვ