ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის, ბირთვულთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნებია:
ა) მოსახლეობისა და გარემოს დაცვა, ასევე დაცულობისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფა;
ბ) საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
გ) ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი და უსაფრთხო გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა;
დ) ბირთვული იარაღის და ასაფეთქებელი ან რადიონუკლიდების გამფრქვევი მოწყობილობების გავრცელების პრევენციის საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერ