1. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ და „დამატება ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციების მიზნებისთვის.

2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება:

ა) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია და რადიოაქტიური ნარჩენების კლასები;

ბ) დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციასა და რადიოაქტიური ნარჩენების კლასებზე დამყარებული დაცვის ღონისძიებები;

გ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები;

დ) ავტორიზაციის მოთხოვნები და პროცედურები ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად;

ე) ინსპექტირებისა და კონტროლის ზომები ფიზიკური დაცვის შესამოწმებლად;

ვ) იძულებითი ღონისძიებები ფიზიკური დაცვის მოთხოვნების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაშ