„ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 12.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-553
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.016818
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2023
matsne.gov.ge 1,313 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
ტყის სარეპროდუქციო მასალები
ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლი, თესლნერგი, ნერგი და კალამი
მუხლი 2
თესლის დამზადება
მერქნიან მცენარეთა ნაყოფის, გირჩის, თესლის შეგროვება, პირველადი გადამუშავება და შენახვა
მუხლი 2
ტყის პლიუსური კორომი
სელექციური აღრიცხვისას გამოყოფილი სათესლე უბანი, სადაც ხორციელდება თესლის დამზადება. გამოირჩევა კარგი ზრდის, ხარისხიანი ხეებით, რომელთა უმრავლესობა სწორღეროვანია და არ აღენიშნება მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანებები.
მუხლი 2
ტყის მინუსური კორომი
კორომი, სადაც არ ხორციელდება თესლის დამზადება. გამოირჩევა მრუდეღეროიანი, მსხვილტოტიანი და ფართევარჯიანი ხეებით და შეინიშნება მავნებელ-დაავადებების არსებობის ნიშნები.
მუხლი 2
პლიუსური ხე
ტყის პლიუსურ კორომში ან/და ტყის სხვა ტერიტორიაზე თესლის დამზადებისთვის მონიშნული, კარგი ზრდით გამორჩეული, ხარისხიანი (სწორღეროვანი, მავნებელ-დაავადებების ნიშნების გარეშე და სხვა) ხე
მუხლი 2
მინუსური ხე
ტყის ტერიტორიაზე არსებული, ზრდაში ჩამორჩენილი, უხარისხო (მრუდეღეროიანი, ორკაპი, მავნებელ-დაავადებებით დაზიანებული და სხვ.) ხე
მუხლი 2
კაპერის შკალა
მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლმსხმოიარობის შეფასების სისტემა
მუხლი 2
თესლის პარტია
ერთი სახეობის თესლის რაოდენობა, რომელიც თანაბარ გარემო პირობებში, ზღვის დონიდან სიმაღლეზე, ექსპოზიციაზე, ერთნაირი ხნოვანების, ერთი და იგივე ტყის პლიუსურ კორომებში ან/და პლიუსურ ხეებზე, ერთსა და იმავე დროს არის შეგროვებული და ერთნაირი წესით გადამუშავებული
მუხლი 2
სათესლე ბაზა
სელექციური აღრიცხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა რეესტრი
მუხლი 2
პირველადი ნიმუში
თესლის პარტიის რომელიმე წერტილიდან ან ადგილიდან აღებული განსაზღვრული რაოდენობის თესლი
მუხლი 2
საშუალო ნიმუში
სხვადასხვა ადგილიდან აღებული პირველადი ნიმუშების შეერთებისა და ერთმანეთში შერევის შედეგი.  2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება საქართველოს ტყის კოდექსითა და „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.04.2016 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.01.2016 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 24.12.2018 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.07.2016 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 20.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

„ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-553 2023 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესი  მუხლი 1🔗. წესის მიზანი ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტის და წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ტყეში მოპოვებული და ტყის აღდგენა-გაშენებისათვის გამოსაყენებელი სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების სერტიფიცირების წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტყის სარეპროდუქციო მასალები – ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლი, თესლნერგი, ნერგი და კალამი; ბ) თესლის დამზადება – მერქნიან მცენარეთა ნაყოფის, გირჩის, თესლის შეგროვება, პირველადი გადამუშავება და შენახვა; გ) ტყის პლიუსური კორომი – სელექციური აღრიცხვისას გამოყოფილი სათესლე უბანი, სადაც ხორციელდება თესლის დამზადება. გამოირჩევა კარგი ზრდის, ხარისხიანი ხეებით, რომელთა უმრავლესობა სწორღეროვანია და არ აღენიშნება მავნებელ-დაავადებებით გამოწვეული დაზიანებები. დ) ტყის მინუსური კორომი – კორომი, სადაც არ ხორციელდება თესლის დამზადება. გამოირჩევა მრუდეღეროიანი, მსხვილტოტიანი და ფართევარჯიანი ხეებით და შეინიშნება მავნებელ-დაავადებების არსებობის ნიშნები. ე) პლიუსური ხე – ტყის პლიუსურ კორომში ან/და ტყის სხვა ტერიტორიაზე თესლის დამზადებისთვის მონიშნული, კარგი ზრდით გამორჩეული, ხარისხიანი (სწორღეროვანი, მავნებელ-დაავადებების ნიშნების გარეშე და სხვა) ხე; ვ) მინუსური ხე – ტყის ტერიტორიაზე არსებული, ზრდაში ჩამორჩენილი, უხარისხო (მრუდეღეროიანი, ორკაპი, მავნებელ-დაავადებებით დაზიანებული და სხვ.) ხე; ზ) კაპერის შკალა – მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლმსხმოიარობის შეფასების სისტემა; თ) თესლის პარტია – ერთი სახეობის თესლის რაოდენობა, რომელიც თანაბარ გარემო პირობებში, ზღვის დონიდან სიმაღლეზე, ექსპოზიციაზე, ერთნაირი ხნოვანების, ერთი და იგივე ტყის პლიუსურ კორომებში ან/და პლიუსურ ხეებზე, ერთსა და იმავე დროს არის შეგროვებული და ერთნაირი წესით გადამუშავებული; ი) სათესლე ბაზა – სელექციური აღრიცხვის შედეგად მიღებულ მონაცემთა რეესტრი; კ) პირველადი ნიმუში – თესლის პარტიის რომელიმე წერტილიდან ან ადგილიდან აღებული განსაზღვრული რაოდენობის თესლი; ლ) საშუალო ნიმუში – სხვადასხვა ადგილიდან აღებული პირველადი ნიმუშების შეერთებისა და ერთმანეთში შერევის შედეგი.  2. ამ წესის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება საქართველოს ტყის კოდექსითა და „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3🔗. ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტი და ექსპორტი 1. ტყის სარეპროდუქციო მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული პროცესის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. 2. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. ტყის სარეპროდუქციო მასალების ექსპორტი ხორციელდება იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად. მუხლი 4🔗. ტყის სარეპროდუქციო მასალების წარმოება ტყის სარეპროდუქციო მასალების წარმოება ითვალისწინებს ხარისხიანი სათესი და სარგავი მასალის მიღებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების თანმიმდევრულ განხორციელებას, მათ შორის, ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების დარაიონებას, ტყის სელექციურ აღრიცხვას, თესლის მოსავლიანობის აღრიცხვას, თესლის დამზადებას, თესლის დახარისხებას, თესლის პარტიების ლაბორატორიაში წარდგენას, მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების შემოწმებასა და სარგავი და სათესი მასალის სერტიფიცირებას. მუხლი 5🔗. ტყის მეთესლეობის თვალსაზრისით დარაიონება ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა დარაიონება ხდება სახეობათა გავრცელების ბუნებრივი პირობების (სიმაღლე ზღვის დონიდან, ექსპოზიცია, ტყის ტიპი, ბონიტეტი) მიხედვით. დარაიონება ხორციელდება ამ წესის „ტყის მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლის შეგროვებისა და გასაშენებლად ხელსაყრელი ზონები“ – დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗. ტყის სელექციური აღრიცხვა და ტყის პლიუსური კორომების ან/და ხეების გამოყოფა 1. ტყის სელექციური აღრიცხვა ხორციელდება ტყეთმოწყობისას. 2. ტყის სელექციური აღრიცხვა ხორციელდება მწიფე და მომწიფარ კორომებში. 3. ტყის სელექციური აღრიცხვის საფუძველზე, ხეთა ჯგუფური და ინდივიდუალური შერჩევით გამოიყოფა ტყის პლიუსური კორომები ან/და ხეები. 4. ტყის სელექციური აღრიცხვისას: ა) ტყის პლიუსურ კორომებში ფართობზე არსებული ხეების 50% და მეტი წარმოდგენილი უნდა იყოს სწორი ღეროთი, სახეობისთვის დამახასიათებელი კარგად განვითარებული ვარჯით, კარგად გაწმენდილი როკებისაგან (წიწვოვანები) ან/და საწყლე ყლორტებისაგან (ფოთლოვანები). კორომები უნდა იყოს ჯანსაღი, მავნებელ - დაავადებებით დაზიანების ნიშნების გარეშე. ტყის პლიუსური კორომების ან/და ხეების შერჩევისას გამოიყენება კრაფტის კლასიფიკაციის I, II და III კლასის ხეები; ბ) ტყის მინუსურ კორომებში ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების 50% და მეტი წარმოდგენილია კრაფტის კლასიფიკაციის IV და V კლასის ხეებით, რომელიც მოიცავს მრუდე ღეროიან, მსხვილტოტიან და ფართე ვარჯიან ხეებს, აგრეთვე კორომში შეინიშნება მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეები. 5. ტყის პლიუსური და მინუსური კორომების გამოყოფისას, ამ წესის „ტყის პლიუსური კორომის პასპორტი“ – დანართი №2-ის მიხედვით, შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს მიერ დგება პასპორტი და მონაცემები აისახება სათესლე ბაზაში. 6. გავრცელების შეზღუდული არეალის მქონე სახეობებში, თესლის დამზადების მიზნით, ტყის პლიუსური ხის შერჩევა და მონიშვნა დასაშვებია ტყის პლიუსური კორომის გარეთაც, ტყის ტერიტორიაზე. 7. სელექციური აღრიცხვისას ხეები მოინიშნება ზეთის საღებავით. მინუსური ხეები მოინიშნება ერთი ხაზით, პლიუსურ ხეებს – 1,5 მ სიმაღლეზე, ხის გარშემო უკეთდება 2-3 სმ სიგანის ზოლი და სამხრეთის მხრიდან ეწერება ტყის პლიუსური ხის რიგითი ნომერი. 8. აკრძალულია თესლის შეგროვება ტყის მინუსურ კორომებში. მუხლი 7🔗. ფენოლოგიური დაკვირვება მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლმსხმოიარობაზე და თესლების მოსავლის აღრიცხვა 1. ფენოლოგიური დაკვირვება იწარმოება კაპერის შკალის მიხედით. 2. ფენოლოგიური დაკვირვებისას ივსება თესლების მოსავლიანობის აღრიცხვის უწყისი ამ წესის „თესლებისმოსავლის აღრიცხვის უწყისი“ – დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 8🔗. მერქნიან მცენარეთა სახეობათა თესლის დამზადება 1. ტყის აღდგენა-გაშენებისათვის ხარისხიანი სარგავი და სათესი მასალის უზრუნველყოფის მიზნით, ტყეში თესლის დამზადება ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს ან მასთან შეთანხმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ. 2. თესლის პარტია დგება გადამუშავებულ-გასუფთავებული თესლებისგან. ცალ-ცალკე პარტიები შედგება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე დამზადებული თესლებისაგან. დაუშვებელია სხვადასხვა ადგილზე დამზადებული, ასევე, სხვადასხვა წესით დამუშავებული თესლების ერთ პარტიაში გაერთიანება. 3. თესლის პარტიის შედგენისთანავე ივსება თესლის პარტიის პასპორტი, ამ წესის „თესლის პარტიის პასპორტი“ - დანართი N4-ის შესაბამისად. მუხლი 9🔗. თესლების შენახვა 1. ზოგიერთი მერქნიანი მცენარის თესლების შენახვის მეთოდები გაწერილია ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებების განხორციელების მეთოდურ მითითებებში; 2. ზოგიერთი მერქნიანი მცენარის სახეობის თესლის შენახვის ვადები მოცემულია ამ წესის „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლის შენახვის ვადა“ – დანართ №5-ში. მუხლი 10🔗. მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგებისა და ნერგების სტანდარტული პარამეტრების განსაზღვრა 1. ტყის გასაშენებლად გამოსაყენებელი სარგავი მასალა სიმაღლითა და ფესვის ყელის დიამეტრით უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტულ პარამეტრებს ამ წესის „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი“ დანართი №6 და „თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი“ – დანართი №7-ის შესაბამისად, ჰქონდეს სწორი გამერქნებული ღერო, ფორმირებული კვირტებით. დაუშვებელია თესლნერგების დასარგავად გამოყენება 2 და მეტი ღეროთი, გარდა ბუჩქნარის თესლნერგებისა. 2. მავნებელი დაავადებებით დაზიანებული თესლნერგების გამოყენება დაუშვებელია. 3. სანერგიდან იმ სარგავი მასალის ამოღება, რომელმაც მიაღწია სტანდარტულ ზომებს, შესაძლებელია ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ, თუ სანერგეში არსებული თესლნერგების სრული რაოდენობის ნახევარი და მეტი შეესაბამება სარგავი მასალის დადგენილ პარამეტრებს. 4. სარგავი მასალის (თესლნერგები, ნერგები) ხარისხის განსაზღვრისათვის ხდება მათი დახარისხება. თითოეული მათგანისათვის უნდა განისაზღვროს ფესვის ყელის დიამეტრი, ღეროს სიმაღლე და ფესვთა სისტემის მდგომარეობა. 5. 10 %-იანი ცდომილება დასაშვებია პარტიაში მასალის იმ რაოდენობაში, რომელთაც აქვთ გადახრა ნორმიდან – ფესვის ყელის სიგანესა და ღეროს სიმაღლეში; 6. თესლნერგების ამოღების დროს ხდება მათი დახარისხება სტანდარტული ზომის, არასტანდარტული ზომისა და დაზიანებულ ეგზემპლარებად. ეგზემპლარები, რომელთა პარამეტრებიც არ შეესაბამება „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი“ – დანართი №6 და „თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი“ – დანართ №37-ში მითითებულ პარამეტრებს, ზრდის გაგრძელების მიზნით, საჭირო პარამეტრების მიღწევამდე, რჩება სანერგეში (სანერგე სასკოლო განყოფილება), ხოლო დაზიანებული და დაავადებული თესლნერგები ჩამოიწერება. 7. ნერგის სტანდარტების „მერქნიან მცენარეთა სახეობების თესლნერგების სტანდარტული პარამეტრების ცხრილი“ დანართი №6 და „თესლნერგებისადმი ტექნიკური მოთხოვნების უწყისის ცხრილი“ – დანართ №7-ში მითითებულ პარამეტრებთან შესაბამისობას ადგენს ტყის მართვის ორგანო. 8. სარგავი მასალის ტრანსპორტირებისათვის თესლნერგები უნდა შეიკვრას კონებად, სადაც კონა უნდა შეიცავდეს 50–100 ცალ თესლნერგს. 9. სარგავი მასალა, შორ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის, ჩაწყობილი უნდა იყოს ყუთებში, ტომრებში ან სპეციალურ ტარაში და შეიფუთოს ტენიან მასალაში (ხავსი, ნაჭრის ტომრები და სხვა). მუხლი 11🔗. ტყის სარეპროდუქციო მასალების სერტიფიცირება 1. ტყის სარეპროდუქციო მასალების სერტიფიცირების ორგანოებია: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. 2. ტყის სარეპროდუქციო მასალების სერტიფიცირების პროცესი მოიცავს : ა) განაცხადის შეტანას სერტიფიცირების ორგანოში; ბ) განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას; გ) საველე ინსპექტირების ჩატარებას; დ) ნიმუშის აღებას ტყის სარეპროდუქციო მასალების პარტიებიდან; ე) აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ გამოცდას; ვ) სერტიფიცირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას სერტიფიკატის გაცემაზე. 3. ტყის სარეპროდუქციო მასალის სერტიფიცირება ტარდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით ან/და ტყის სარეპროდუქციო მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მუხლი 12🔗. ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებების განხორციელება ტყის აღდგენა-გაშენების და დაცვის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შესასბამისი მეთოდური მითითებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.