საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-500
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016806
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 268 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2023 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-500 2023 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემას წარმოადგენს საქართველოს  მცირე  სახელმწიფო გერბის გამოსახულება და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერა. მუხლი 2🔗 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) სააგენტოს მიერ გაცემულ  სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე; დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ე) სააგენტოს  სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო- და ფოტომასალებზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. 3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტოს ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია