„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა
1. ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საქართველოში დგინდება ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი.
2. აკრძალულია ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება (ისეთი მოპოვება, რომლის დროსაც ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება ვერცხლისწყალია) და ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება.
3. ვერცხლისწყლის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება დასაშვებია წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტები, რომელთა წარმოება, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელება შეზღუდულია, აგრეთვე საწარმოო პროცესები, რომლებშიც ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება შეზღუდულია, განისაზღვრება წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
2. 581 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3308-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3308-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360000000.05.001.020974.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3308-XIმს-Xმპ, 28.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.020974 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5839508/