შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №06/3-რ
2023 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „დედა სადაზღვევო ბროკერის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 436258390) რეგისტრირებული იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012060.
2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი ს“.
3. შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი ს“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი – მ.შ. გიორგი თაბუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“?
- „შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“ მიღებულია 22.06.2023. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №06/3-რ.
- სად არის „შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „დედა სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“, №06/3-რ, 22.06.2023 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5839830/