ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 20.06.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17231719
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2023
matsne.gov.ge 554 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 20.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 20.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 20.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 24.02.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.02.2023

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება Nგ-17.17231719 2023 წლის 20 ივნისი  ქ. ბორჯომი  ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  25/05/2023 წლის №01/1065 წერილის შესაბამისად: 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებულ ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს: ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი –  ილია ჭავჭავაძის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩის შესახვევი, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ჩიხი (დანართი №1); ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის შესახვევი, მე-2 ქუჩის ჩიხი – ნოდარ გრიგალაშვილის ქუჩა, ნოდარ გრიგალაშვილის ქუჩის შესახვევი, ნოდარ გრიგალაშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №2); გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის ჩიხი – გოდერძი ჩოხელის ქუჩა, გოდერძი ჩოხელის ქუჩის ჩიხი (დანართი №3); დ) მე-4 ქუჩა - ვახტანგ გორგასალის ქუჩა (დანართი №4); ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის ჩიხი – ლადო გუდიაშვილის  ქუჩა, ლადო გუდიაშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №5). ვ) მე-6 ქუჩა, მე-6 ქუჩის შესახვევი, მე-6 ქუჩის ჩიხი – ნიკოლოზ კეცხოველის ქუჩა, ნიკოლოზ კეცხოველის ქუჩის შესახვევი, ნიკოლოზ კეცხოველის ქუჩის ჩიხი (დანართი №6); ზ) მე-7 ქუჩა – დიდგორის ქუჩა  (დანართი №7); თ) მე-8 ქუჩა, მე-8 ქუჩის ჩიხი – გმირების ქუჩა, გმირების ქუჩის ჩიხი (დანართი №8); ი) მე-9 ქუჩა – გიორგი მერჩულის ქუჩა (დანართი №9); კ) მე-10 ქუჩა – აკაკი წერეთლის ქუჩა (დანართი №10); ლ) მე-11 ქუჩა, მე-11 ქუჩის ჩიხი - პავლე ინგოროყვას  ქუჩა, პავლე ინგოროყვას  ქუჩის ჩიხი (დანართი №11); მ) მე-12 ქუჩა, მე-12 ქუჩის ჩიხი - ლადო ასათიანის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩის ჩიხი (დანართი №12); ნ) მე-13 ქუჩა, მე-13 ქუჩის შესახვევი - გრიგოლ ხანძთელის ქუჩა, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის შესახვევი (დანართი №13); ო) მე-14 ქუჩა – ქეთევან წამებულის ქუჩა (დანართი №14); პ) მე-15 ქუჩა – პაოლო იაშვილი (დანართი №15); ჟ )მე-16 ქუჩა – თორნიკე ერისთავის ქუჩა (დანართი №16); რ) მე-17 ქუჩა – ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა (დანართი №17); ს) მე-18 ქუჩა – ზვიად გამსახურდიას ქუჩა (დანართი №18); ტ) მე-19 ქუჩა, მე-19 ქუჩის შესახვევი, მე-19 ქუჩის  ჩიხი – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის შესახვევი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №19);  უ) მე-20 ქუჩა, მე-20 ქუჩის შესახვევი, მე-20 ქუჩის  ჩიხი – მარი ბროსეს ქუჩა, მარი ბროსეს ქუჩის შესახვევი, მარი ბროსეს ქუჩის ჩიხი  (დანართი №20); ფ) 21-ე ქუჩა, 21-ე ქუჩის ჩიხი – 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩის ჩიხი (დანართი №21); ქ) 22-ე ქუჩა – იაკობ გოგებაშვილის ქუჩა (დანართი №22); ღ)23-ე ქუჩა, 23-ე ქუჩის ჩიხი- ცოტნე დადიანის ქუჩა, ცოტნე დადიანის ქუჩის ჩიხი (დანართი №23); ყ) 24-ე ქუჩა,  24-ე ქუჩის შესახვევი - ლეო ქიაჩელის ქუჩა, ლეო ქიაჩელის ქუჩის შესახვევი (დანართი №24); შ) 25-ე ქუჩა – მირზა გელოვანის ქუჩა  (დანართი №25); ჩ) 26-ე ქუჩა –  ბერის საყდრების ქუჩა (დანართი №26); 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა). ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი