ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2023
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2023 წლის 30 ივნისი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული განაცხადის ფორმები დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
ეს წესი აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოების სხდომების, საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობასთან, სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სხვადასხვა ორგანიზაციების, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
მუხლი 2🔗.
წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა
1. წარმომადგენლობით ხარჯებს განეკუთვნება:
ა) საერთაშორისო და შიდა დანიშნულების კონფერენციების, სემინარების, თათბირების, სხდომების, მიღებების და შეხვედრებისათვის (მათ შორის, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასთან) გაწეული ხარჯები;
ბ) მუნიციპალიტეტის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის, აგრეთვე სტუმრების მომსახურების უზრუნველსაყოფად გასაწევი ხარჯები, მათ შორის:
ბ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება-გაგრძელება) ხარჯები;
ბ.ბ) აეროპორტში დახვედრა-გაცილების ხარჯები;
ბ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები;
ბ.დ) სასტუმროს მომსახურების ხარჯები;
ბ.ე) მიღებებისა და წვეულებებისთვის (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) გათვალისწინებული ხარჯები;
ბ.ვ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯები;
ბ.ზ) სუვენირების შეძენის ხარჯები;
ბ.თ) მთარგმნელის მომსახურების ანაზღაურების ხარჯები.
მუხლი 3🔗.
დაფინანსების წყარო
1. წარმომადგენლობითი ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგენს ღონისძიებათა ჩამონათვალსა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებისას, ითვალისწინებს შესაძლებლობის ფარგლებში.
3. ინფორმაცია, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს წარედგინება მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მოხსენებითი ბარათით, ხოლო საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით.
მუხლი 4🔗.
სახსრების ხარჯვის წესი
1. წარმომადგენლობითი ხარჯებით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესახებ მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ივსება განაცხადი დანართი №2-ისა და №3-ის შესაბამისად, რომელიც თანხმდება კურატორ მერის მოადგილესთან. შეთანხმების შემდგომ, განაცხადი წარედგინება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს, შემდგომში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარდგენის მიზნით.
2. ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილე სტრუქტურული ერთეულების/პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (საკრებულოს შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის) საფუძველზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახური მერის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ღონისძიებაში მონაწილე პირების შესახებ, ღონისძიების მიზანს, მიღებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და სხვა). აღნიშნულის საფუძველზე, მერის რეზოლუციით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
3. ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელებაში მონაწილე პირები პასუხისმგებელნი არიან ხარჯების მიზნობრივად განკარგვაზე.
4. წარმომადგენლობით ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
დანართი №2
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
დელეგაციების მიღებისა და ცალკეული პირების ვიზიტის მომზადებისათვის
ქ. ბაღდათი ________წ.
1. განმცხადებელი:___________________________________________ (სტრუქტურული ერთეული)
________________________________________________________________________________
2. გამგზავრების ადგილი:__________________________________________________________
(ქვეყანა, ქალაქი, ორგანიზაცია, ვიზიტის ხანგრძლივობა)
________________________________________________________________________________
3. ვინ მიემგზავრება: ______________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
4. ვიზიტის განხორციელებისას გვესაჭიროება:
ა) საკონსულო მომსახურება_________________________________________________________
ბ) სასტუმრო_____________________________________________________________________
(ქალაქი, ჩასვლის თარიღი, ცხოვრების ხანგრძლივობა)
გ) სამგზავრო ბილეთები ___________________________________________________________
(ტრანსპორტის სახეობა, მიმართულება, თარიღი)
დ) საქმიანი შეხვედრები____________________________________________________________
(ქალაქი, ორგანიზაცია, თარიღი, დრო)
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
ე) კულტურული პროგრამა___________________________________________________________
_________________________________________________________________________________
განმცხადებელი“ შეთანხმებულია:
____________________________ __________________________
(------ სამსახურის უფროსი) (კურატორი მოადგილე)
დანართი №3
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
(დაკვეთა)
გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისათვის
ქ. ბაღდათი _________წ.
1.განმცხადებელი: ______________________________________________________________________
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება, თანამდებობის პირის გვარი, სახელი, მამის სახელი)
______________________________________________________________________________
2.განაცხადის შინაარსი: _________________________________________________________________
(ღონისძიების დასახელება)
3. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ______________________________________________________
(ქალაქი, დაბა, სოფელი)
4. ღონისძიების ჩატარების ვადები: _______________________________________________________
(წელი, თვე, რიცხვი, ხანგრძლივობა)
5. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა და შემადგენლობა
____________________________________________________________________________________
(რამდენი ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში და მათი შემადგენლობა)
განმცხადებელი: შეთანხმებულია:
_______________________ ___________________________
(--------- სამსახურის უფროსი) (კურატორი მოადგილე)